თაყვანისმცემლები 51 წლის კამერონ დიასს ვეღარ ცნობენ - შვილების გაჩენის შემდეგ ვარსკვლავი ჩამოშორდა ჰოლივუდს, დიასახლისობს და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია - მშობლები

თაყვანისმცემლები 51 წლის კამერონ დიასს ვეღარ ცნობენ - შვილების გაჩენის შემდეგ ვარსკვლავი ჩამოშორდა ჰოლივუდს, დიასახლისობს და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია

2024-08-19 13:37:02+04:00

წელს მარტში კამერონ დიასი და მისი ქმარი ბენჯი მედენი მეორე შვილის მშობლები გახდნენ. თაყვანისმცემლები გახარებულები არიან კამერონის ახალი ამბებით, თუმცა მისი გარეგნობა განხილვის საგნად იქცა.

კამერონს არაერთხელ უთქვამს, რომ დედობამ კარდინალურად შეცვალა მისი ცხოვრება და სულ სხვა ბედნიერება აგრძნობინა. არადა, წარსულში ის ე.წ. ჩაილდფრი მსახიობებს მიეკუთვნებოდა, რომელსაც შვილის და დედობის გაგონებაც არ უნდოდა.

a99d2faa1e811886de2bb317927a5d24-1724060856.jpg

თუმცა ბოლო ხუთ წელში მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა და წყვილს სუროგაციის გზით ჯერ ქალიშვილი რედიქსი შეეძინა, მერე კი ვაჟი, კარდინალი. მედიაში არ გამოქვეუნებულა ბავშვების ოფიციალური ფოტოები - წყვილი ბავშვების პირად ცხოვრებას უფრთხილდება და მხოლოდ პაპარაცული ფოტოებია გავრცელებული.

50abff41ae17c32c64d381a73b8f7f6d-1724060573.jpg

მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლების თქმით, დიასი "თავის თავს არ ჰგავს", მსახიობი ამტკიცებს, რომ ძალიან ბედნიერია. აღარ აღელვებს წითელი ხალიჩები, დიზაინერული სამოსი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი... ახლა მისი ყოველდღიური ჩაცმულობა მაისურები ან ჰუდები, ჯინსის შარვალი და ბოტასებია. ადრიანად დგება, მთელ ოჯახს უმზადებს საუზმეს, დღეს ატარებს ბავშვებთამ ერთად და საღამოსაც სიმშვიდით ტკბება თავის ბაღში ფინჯანი ჩაის სმისას.
486x600-1-fca26ad60675af813f494265c3a7353e2674x3300-0xryhat96j-0242463425327379020-1724060573.jpg332x498-1-77d8b10db07665727218c4b5c803162c2200x3300-0xsoqvq6on-7904003437851754618-1724060573.jpg

ამ დღეებში წყვილის ახალი ფოტოები გავრცელდა და მორიგი გამოხმაურება მოჰყვა. გარდა კამერონის ჩაცმის სტილისა, კრიტიკა დაიმსახურა გოგონას ჩაცმულობამაც. "რატომ იქცევიან ვარსკვლავები ასე? ბავშვებს რატომ აცმევენ უსახლკაროებივით? რად უნდა ბავშვს აგვისტოში საშობაო პიჟამა?" - წერენ კომენტარებში, თუმცა რა თქმა უნდა, კამერონს კრიტიკა არ აღელვებს და აგრძელებს ბედნიერად ცხოვრებას.