დანების მსროლელი ქალი, რომელსაც სამიზნედ საკუთარი შვილები ჰყავდა... - ეს ნამდვილად ხდებოდა უამრავი ადამიანის თვალწინ (ვიდეო) - მშობლები

დანების მსროლელი ქალი, რომელსაც სამიზნედ საკუთარი შვილები ჰყავდა... - ეს ნამდვილად ხდებოდა უამრავი ადამიანის თვალწინ (ვიდეო)

2024-08-20 00:11:20+04:00

1950 წელს გადაღებული ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში და ახლანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო დაუჯერებელია ვიდრე მაშინ, როცა ის გადაიღეს. ლუელა გალაჰერი ცნობილი დანების მსროლელი ქალი იყო, რომელიც შოუებს აწყობდა და მიზანში მართლაც იდეალურად ისროდა. თუმცა შოუს მთავარი საოცრება ის გახლდათ, რომ სამიზნედ მას შვილები ეყენა - ხუთი წლის კონი ენი და ორი წლის კოლინა სიუ.

louella-gallagher2-1724098641.jpglouella-gallagher1-1724098641.jpg

როგორც წამყვანი ამბობს, ბავშვები "ძალიან ეხმარებიან დედას, რომელსაც დანები არ ენანება. კონი ენი ვეტერანი სამიზნეა დედის სამზარეულოს იარაღისთვის".

hqdefault-1724098641.jpg

ლუელა გალაჰერი იმ დროში საკმაოდ ცნობილი იყო და პროფესიონალად ითვლებოდა. "მაშინ დროც სხვა იყო. ახლა რომ მე ბავშვს ვესროლო დანა, ბავშვთა დაცვის სამსახური კარზე მომიკაკუნებს და დამიჭერენ", - ამბობს დევიდ ადამოვიჩი, იგივე დიდებული ტროუდინი, რომელიც ორმოცზე მეტი მსოფლიო რეკორდის ავტორია და სამიზნეებად ზრდასრულ გოგოებს იყენებს.

maxresdefault-1724098641.jpg

რა ბედი ეწია ლუელა გალაჰერს შემდგომ წლებში, უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ ბავშვები ცოცხლები გადარჩნენ და გაიზარდნენ, რადგან წლების შემდეგ ისინი კურსდამთავრებულებს შორის ირიცხებოდნენ ამერიკის უნივერსიტეტებში.