იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ძვირადღირებული იახტა Bayesian-ი მოულოდნელად ძლიერ შტორმში მოხვდა და სიცილიის დედაქალაქ პალერმოს მახლობლად ჩაიძირა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად მიიჩნევა.
56-მეტრიანი სიგრძის იახტა დიდ ბრიტანეთშია დარეგისტრირებული და მასზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით,დაკარგულები ბრიტანეთის, ამერიკისა და კანადის მოქალაქეები არიან. 15 გადარჩენილს შორის ერთი წლის ბავშვიც არის.
გადარჩენილი რვა ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
დასავლური მედია ტრაგედიის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს:
“ეს ბრიტანელი ტექნიკური მაგნატის მაიკ ლინჩის "გამარჯვების" სადღესასწაულო მოგზაურობა უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც სასამართლომ “თაღლითობის ბრალდებით“ დაწყებული საქმის წარმოება დაასრულა და ის გაამართლეს“, - წერსdailymail. განაგრძეთ კითხვა