ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი ნანა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს უფროს ძმას - მაქსიმე ჩარკვიანს. მაქსიმე ჩარკვიანი საქართველოში არ ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩამოდის თბილისში და აქტიური ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან.
მაქსიმეს დედა ლენა დღესაც ჩარკვიანების გვარს ატარებს. ის ირაკლი ჩარკვიანის მეორე ცოლი გახლდათ. ცოლ-ქმარი თბილისში ცხოვრობდა მცირე ხანს, მერე მოსკოვში წავიდნენ.
მოსკოვში დაიბადა მაქსიმე, რომელიც მონტაჟის რეჟისორია. გარეგნულად საკმაოდ ჰგავს მამას.
ლენამდე ირაკლი ჩარკვიანს 17 წლის ასაკში ჰყავდა ცოლად ქეთი ქობულია, რომელსაც მალე დაშორდა.
მესამედ კი, ლენას შემდეგ, ქეთათო პოპიაშვილზე იქორწინა, რომელთანაც გაუჩნდა შვილი ნანა.