ბენ აფლეკი 52 წლის გახდა. მსახიობმა ეს დღე შვილებისა და ერთ-ერთი ყოფილის გარემოცვაში აღნიშნა. ის ფოტოგრაფებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ყოფილი ცოლი მსახიობს დაბადების დღეზე ლოს ანჯელესში, ნაქირავებ სახლში ესტუმრა. ეს ყოფილი ჯენიფერ გარნერი გახლდათ.
მოგეხსენებათ, ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ქორწინება დაირღვა, წყვილმა ახალი სახლიც კი გაყიდა და, ჭორების თანახმად, ქონებას იყოფენ. ბენმა კი უკვე იყიდა ახალი ვილა, მაგრამ ჯერ გადასვლა ვერ მოახერხა.
გავრცელებული ხმების მიხედვით, ვარსკვლავური წყვილისთვის განშორება უჭირთ. ამიტომ თაყვანისმცემლები ელოდნენ, რომ წყვილი მსახიობის დაბადების დღეზე კვლავ გაერთიანდებოდა. უფრო მეტიც, წინა დღეს ჟურნალისტებმა შენიშნეს ჯეილო, რომელიც ქმრის სახლიდან გამოდიოდა. მანამდე კი მომღერალმა მაღაზიაში ბენის შვილთან ერთად იშოპინგა. თაყვანისმცემლებს სჯეროდათ, რომ მუსიკოსი ქმრისთვის არჩევდა საჩუქარს.
მაგრამ სასწაული არ მოხდა. დაბადების დღეზე სწორედ გარნერი მივიდა. მოგეხსენებათ, მსახიობები 2018 წელს დაშორდნენ, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს: 18 წლის ვაიოლეტი, 15 წლის სერაფინა და 12 წლის სამუელი. მაისში უფროსი ქალიშვილის სკოლის დამთავრებაც აღნიშნეს. ვიოლეტი იელის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
ოჯახურ ზეიმზე ჯეილო არ მისულა. ცნობილია, რომ ის გარნერის წასვლიდან რამდენიმე საათში ესტუმრა ქმარს და სახლში მცირე ხნით დარჩაა.
მისი ქორწინება აფლეკთან მედიის ინტენსიური ყურადღების ქვეშ რჩება მას შემდეგ, რაც ზაფხულის დიდი ნაწილი ცალ-ცალკე გაატარეს. მსახიობმა დაბადების დღე ჰემპტონშიც ბენის გარეშე აღნიშნა.
"იმის მიუხედავად, ლოპესს ყოფილ ქმართან, მარკ ენტონისთან, 16 წლის ტყუპი, მაქსი და ემსი ჰყავს, მოუთმენლად ელის აფლეკის შვილებთან ერთად დროის გატარებას ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. ის, რომ ბენთან ერთად არ არის, არ ნიშნავს, რომ არ ზრუნავს მის შვილებზე. ის ყოველთვის ზრუნავდა მათზე. შარშან რამდენიმე თვე მათი ოჯახისთვის იდეალური სახლის ძიებაში გაატარა. ახლა, როდესაც ლოს ანჯელესში დაბრუნდა, ისევ სურს მათთან ერთად გაატაროს დრო, სანამ სკოლა დაიწყება და ვიოლეტი სასწავლებლად წავა.", - აცხდებს ჟურნალ People-ის წყარო.
ბენ აფლეკმა ბოლო რამდენიმე თვე ფილმის „Payback“ გაგრძელების გადაღებებზე გაატარა და ასევე პროდიუსერი იყო ლოპესის მონაწილეობით ორ პროექტში, მათ შორის სპორტულ ბიოგრაფიულ ფილმში Unstoppable და მუსიკალური Kiss of the Spider Woman.
ჟურნალის People-ის წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფლეკმა ახლახან იყიდა სახლი ლოს-ანჯელესში, ის კვლავ ნაქირავებ სახლში ცხოვრობს ბრენტვუდში.
"არც მისთვის იყო მარტივი ზაფხული. ის, უბრალოდ, ცდილობს აქტიური იყოს და ყოველი დღე საუკეთესოდ აქციოს." - დასძინა წყარომ.
შეგახსენებთ, რომ ლოპესი და აფლეკი სულ რაღაც ორი წლის წინ დაქორწინდნენ. მრავალი წლის წინ, მსახიობებს გადასაღებ მოედანზე ჰქონდათ რომანი, რასაც ურთიერთობა და ნიშნობა მოჰყვა. მაგრამ ქორწილი არ შედგა, წყვილი დაშორდა და 18 წლის განმავლობაში ურთიერთობა არ ჰქონიათ. ახლა კი, თითქმის 20 წლის შემდეგ, როცა შეიტყო, რომ ლოპესი თავისუფალი იყო, თავადაც თავისუფალმა აფლეკმა ყოფილ შეყვარებულს დაურეკა და ისტორიაში ყველაზე გახმაურებული წყვილის შერიგება შედგა. მაგრამ, სამწუხაროდ, წყვილი განქორწინებისთვის ემზადება.
თუმცა ქორწინების შენარჩუნების იმედი მაინც არსებობს - ყველა ქალი ხომ არ მივა ყოფილის დაბადების დღეზე დაშორების შემდეგ.