დღეს ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე პატარა დამიანეს მშობლები გახდნენ. ბავშვი ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. ნიცამ ფიზიოლოგიურად იმშობიარა და ხვიჩაც ესწრებოდა მშობიარობას.
სწორედ კლინიკის ფეისბუქგვერდი ავრცელებს ფოტოებს და ვიდეოს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ დამიანეს პირველი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა.