როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭია ჰყავს: "სიმპტომები ზოგადი და მრავალფეროვანია" - მშობლები

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭია ჰყავს: "სიმპტომები ზოგადი და მრავალფეროვანია"

2024-08-22 11:37:21+04:00

ჭიებით ინფიცირება ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით გავრცელებულია. ექიმი, ირინა ქოქოლაძე სოციალურ ქსელში სწორედ იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომლებიც ჭიების არსებობაზე მიუთითებენ.

ჭიებით დაინფიცირება ბავშვებში ზოგადი და მრავალფეროვანი სიმტომებით გამოიხატება. ესენია:

  • ადვილად დაღლა
  • თავის ტკივილი
  • სახსრების ტკივილი
  • ცვლილებები კანზე: (გამომშრალი კანი, ხორკლიანი გამონაყარი)
  • მშრალი წამოხველება
  • თვალის თეთრი გარსის ცვლილება, რომელიც მოყვითალო ფერს იძენს.
  • მუცლის ტკივილი
  • გაძლიერებული ნერწყვდენა
  • უმადობა ან პირიქით, მადის გაძლიერება.
  • უკანა ტანის ქავილი.

თუ ბავშვი ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს, ჭიაზე გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. უნდა დადგინდეს, რა სახის ჭიითაა ინფიცირებული ბავშვი და შემდეგ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა." - ამბობს ირინა ქოქოლაძე.

ზოგადად დიაგნოსტიკისთვის განავლის ანალიზი ყოველთვის უტყუარ პასუხს არ იძლევა, ამიტომ ექიმთა რეკომენდაციით, უმჯობესია ანუსის ირგვლივ ანაფხეკის აღება სპეციალური პლასტირით.

განსაკუთრებით ეფექტურია, თუ დილას ბავშვის გაღვიძებისთანავე, ბანაობამდე ავიღებთ ანაფხეკს (არის სპეციალური პლასტირები, რომლებიც მაგრდება პერიანალურ არეზე). მკურნალობა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, რადგან არასწორად მიღებული ანტიჰელმინთური პრეპარატი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.