ხვიჩა კვარაცხელიას შვილის დაბადება ზეიმად იქცა არა მხოლოდ კვარაცხელიების ოჯახში, არამედ ნამდვილი დღესასწაულია ჩაჩავას კლინიკაში. ხვიჩამ დღეს ყველა ახალშობილს ფეხბურთის ბურთები დაურიგა თავისი ხელმოწერით, რაც მართლაც ორიგინალური და შთამბეჭდავი საჩუქარი აღმოჩნდა ყველასთვის, ვინც ამ დღეებში იმშობიარა კლინიკაში.
შეგახსენებთ, პატარა დამიანე კვარაცხელია გუშინ გაჩნდა.