შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
"ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამე, ხაშურსა და სურამს შორის არსებული მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი "ტაქსის“ მძღოლად მუშაობდა.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გოგონაზე ძალადობის მცდელობას, თუმცა მოკლულის ახლობლები მოზარდზე ძალადობის ან რაიმე სახის შესაძლო ზეწოლას გამორიცხავენ.
ასევე, კიდევ ერთი არაოფიციალური ვერსიით, დანაშაულის მოტივაცია შესაძლოა, ძარცვა ყოფილიყო. განაგრძეთ კითხვა