მონრო მილსის ცხოვრება არაბავშვურად რთული გამოდგა. მისთვის სრულიად აკრძალულია მზის მცირე სხივიც კი. როგორც კი მზის სხივი მოხვდება კანზე, მაშინვე აყრის ისე, რომ კარგა ხანს ვერ არჩენენ გამონაყარს. მონროს მერე რამდენიმე ღამე არ სძინავს ქავილის, მუცლისა და თავის ტკივილის, თავსბრუსხვევის გამო, დუნდება და ავადმყოფური გარეგნობა ედება. გოგონას ერთდროულად ორი კანის დაავადება აქვს – ეგზემა და მზის ჭინჭრის ციება. ამ მიზეზის გამო დედამისი იძულებული გახდა, სამსახური მიეტოვებინა და მთელი თავისი დრო მივლისთვის დაეთმო. სამწუხაროდ, გოგონა ვერ ცხოვრობს ისე, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი და იძულებულია, დროის უდიდესი ნაწილი შენობაში გაატაროს. ისიც არ არის ცნობილი, ოდესმე გაუვლის თუ არა ეს საშინელი დაავადება.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მილსები ჩვეულებრივი ოჯახი არიან, მაგრამ პატარა მონროს ასეთი საზარელი საიდუმლო აქვს და მას ოჯახის წევრების გარდა ვერავინ ხედავს ასეთ მხიარულს, ლამაზსა და ღიმილიანს.
სხვებისთვის მონრო ასე გამოიყურება. ნიღაბი იცავს ბავშვს ალერგიული გამონაყარისგან. ასეთი გარეგნობის გამო ხშირად თანატოლები დასცინიან და ქუჩაში მასზე ხელით უთითებენ. თუმცა სინამდვილეში მას მხარდაჭერა სჭირდება.
გოგონა ახლა 10 წლისაა. ძალიან უყვარს სადღესასწაულო კაბები და... წვიმიანი დღეები, როცა მზის სხივები არ უშლის, ცოტა ხნით მაინც გავიდეს გარეთ. ასევე საღამოები - სწორედ ასეთ დროს სეირნობს ქუჩაში, როცა მზის სხივები ვერაფერს დაუშავებს.