გამოქვეყნდა აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები - სად შეგიძლიათ ნახოთ შედეგები - მშობლები

გამოქვეყნდა აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები - სად შეგიძლიათ ნახოთ შედეგები

2024-08-22 15:39:04+04:00
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი შედეგებს აქვეყნებს:
"გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს.
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ ნახონ სკალირებული ქულებიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა23 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64)".
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 23 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.