"ყოველთვის ჰგონიათ, რომ უმცროსი და-ძმები მეტს სწავლობენ უფროსებისგან, სინამდვილეში პატარები მეტ გავლენას ახდენენ უფროს დედმამიშვილებზე" - მშობლები

"ყოველთვის ჰგონიათ, რომ უმცროსი და-ძმები მეტს სწავლობენ უფროსებისგან, სინამდვილეში პატარები მეტ გავლენას ახდენენ უფროს დედმამიშვილებზე"

2024-08-23 12:02:02+04:00

დედმამიშვილები ერთმანეთზე, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენენ, განსაკუთრებით, ადრეული ბავშვობის წლებში. ბოლო წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ უმცროსი და-ძმები უფროსებს უფრო კეთილებსა და მზრუნველებს ხდიან.

უმცროსი ბავშვები მშობლების მთელ ყურადღებას ითხოვენ, ასევე ბევრს სწავლობენ უფროსი და-ძმებისგან, მაგრამ არაფერს ითხოვენ საპასუხოდ. თუმცა, გამოკვლევების შედეგები ამტკიცებს, რომ უმცროსი დედმამიშვილის წყალობით უფროსები იზრდებიან კეთილები, კარგად აქვთ თანაგრძნობის გამოხატვის უნარი, რაც მნიშვნელოვანია მოზარდისათვის.

"ყოველთვის ითვლებოდა, რომ ძირითად ზემოქმედებას ბავშვის ხასიათსა და განვითარებაზე მისი უფროსი და-ძმები ახდენენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ დადებით ზემოქმედებას ერთმანეთზე ახდენენ როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ბავშვები. მათ უყალიბდებათ თანაგრძნობის უნარი", - ამბობს მარკ ჟამბონი ტორონტოს უნივერსიტეტიდან. წინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ უფროსი ბავშვები უმცროსებზე ზემოქმედებენ ყველაფერში - ფიზიკური ჩვევებიდან დაწყებული, მოზარდობაში მავნე ჩვევების რისკით დამთავრებული.

გამოკვლევის ფარგლებში ჟამბონმა კოლეგებთან ერთად კანადელი 452 წყვილის და-ძმა 1,5 დან 4 წლამდე შეისწავლა. თავდაპირველად ბავშვებში ემპათიის ხარისხი გამოიკვლიეს: მიდიოდნენ მათთან სახლში, შემდეგ იტყუებოდნენ, ვითომ რაიმე იტკინეს ან გაუტყდათ საყვარელი ნივთი. ამის შემდეგ აფიქსირებდნენ ბავშვების რეაქციას. წელიწად-ნახევრის შემდეგ, მკვლევარები დაბრუნდნენ, რათა გაეგოთ როგორ შეცვალეს ეს ბავშვები (18 თვის შემდეგ) უმცროსმა და-ძმებმა.

მშობლების აღზრდის მეთოდებით, დემოგრაფიული თავისებურებებით (ოჯახის სოციალურ-ეკონომიური სტატუსის გათვალისწინებით), ასევე და-ძმებთან ურთიერთობის ხარისხით მეცნიერებმა აღმოაჩინეს უმნიშვნელო, მაგრამ სტატისტიკური მიდრეკილება ემპათიისადმი.

გამოკვლევების თანახმად, ემპათიის დონე არ მომატებიათ უფროს დებსა და უმცროს ძმებს. მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, თუ რატომ არ შედიან საერთო ტენდენციაში უფროსი დები და უმცროსი ძმები.