ამ ქალბატონმა ნამდვილი რეკორდი დაამყარა წლების წინ – ჯერ არავის გაუჩენია ამ ასაკში ოთხი ტყუპი, თანაც ასე - მას უკვე ჰყავდა 13 შვილი და 7 შვილიშვილი...
2015 წელს 65 წლის ანეგრეტ რაუნიკი ბერლინში ცხოვრობდა და მასწავლებელი იყო სკოლაში - რუსულ და ინგლისურ ენებს ასწავლიდა. უკვე გმირი დედა იყო - 12 შვილი ჰყავდა და ხშირად იწვევდნენ ტელეშოუებში. თუმცა 2005 წელს, პენსიაზე რომ გავიდა, მოულოდნელად გადაწყვიტა, კიდევ გაეჩინა შვილი. იმ დროისთვის ესეც ნამდვილ მოვლენად იქცა, რადგან ანეგრეტი მაშინ 55 წლის გახლდათ და ხელოვნური განაყოფიერების გზით გოგონა გააჩინა.
მაშინ არავის ეგონა, რომ ანეგრეტი კიდევ უფრო დიდ საოცრებას ჩაიდენდა და სულ რამდენიმე წელიწადში ისევ გადადგამდა ამ ნაბიჯს. როგორც თავად ამბობს, უმცროსმა გოგონამ სთხოვა, დაიკო ან ძამიკო გაეჩინა და ამიტომ გადაწყვიტა, 65 წლისამ, რომ ისევ დაორსულებულიყო. ბუნებრივი გზით ვეღარ გააჩენდა, მენოპაუზა ჰქონდა და გერმანიაში კვერცხუჯრედების დონორობა აკრძალულია კანონით. უნაყოფო ქალები მეზობელ ქვეყნებში დადიან სამედიცინო პროცედურისთვის. ანეგრეტი კიევში გაემგზავრა, სადაც ხელოვნურად განაყოფიერებული დონორული კვერცხუჯრედი გადაიტანეს მის ორგანიზმში და მოულოდნელად, 4 ემბრიონი გადარჩა. ანეგრეტი მთელი ორსულობა თავს საკმაოდ ნორმალურად გრძნობდა და 2015 წლის 19 მაისს იმშობიარა მე-14-ჯერ. გააჩინა 4 ტყუპი - 3 ვაჟი და ერთი გოგონა.