მერაია კერის დედა და უფროსი და ერთ დღეს დაეღუპა... - ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მე­რა­ი­ამ დედა მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გაგ­ზავ­ნა, დის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა კი გა­ყი­და - მშობლები

მერაია კერის დედა და უფროსი და ერთ დღეს დაეღუპა... - ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მე­რა­ი­ამ დედა მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გაგ­ზავ­ნა, დის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა კი გა­ყი­და

2024-08-27 22:35:19+04:00

მერაია ქერიმ დაადასტურა, რომ გასულ უქმეებზე მისი და ელისონი და დედა - პატრიცია, ერთ დღეს გარდაიცვალნენ. რა გახდა ვარსკვლავის ოჯახის წევრების დაღუპვის მიზეზი, უცნობია, ამ თემაზე ქერის ლაპარაკი არ სურს.

"გული დამწყდა, რომ დედა დავკარგე. სამწუხაროდ, ტრაგიკული დამთხვევის შედეგად ჩემი დაც დაიღუპა“, - განაცხადა 55 წლის მომღერალმა.

პატრიციას სიცოცხლის ბოლო დღეებში მომღერალი მის გვერდით იყო. "ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ შევძელი დედასთან გამეტარებინა ბოლო კვირა, ვიდრე ის გარდაიცვლებოდა. ვაფასებ ყველას სიყვარულს, მხარდაჭერას და პატივისცემას ჩემი კონფიდენციალურობისადმი ამ რთულ პერიოდში”, - დასძინა ქერიმ.

ელისონს რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან და დასთან. მერაია მასთან 1991 წლიდან არ ურთიერთობდა. 2020 წელს ელისონმა დედას უჩივლა, რომ პატრიცია სექსუალურ ორგიებში იყო ჩართული და შვილსაც აიძულებდა. განაგრძეთ კითხვა