სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს - ამის შესახებ სამინისტრომ ოფიციალური განცხადება უკვე გამოაქვეყნა.
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენა ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ.
განცხადებები მიიღება 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე: http://socreg.mes.gov.ge
2024 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს 16 კატეგორიის სტუდენტთა დაფინანსებას:
დეტალური ინფორმაცია, წარსადგენი დოკუმენტებისა და პროცედურების შესახებ იხილეთ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220
გარდა ამისა, ყოველწლიურად თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების სწავლის გადასახადს აფინანსებს. კერძოდ:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000ზე და "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან" ამონაწერში ოჯახის საცხოვერბელი ადგილის მისამართად მითითებულა ქალაქი თბილისი.
დაფინანსების მოცულობა ერთ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს, წლიურად არაუმეტეს 2250 ლარს.
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარით, ხოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით, იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს:
პირველი სემესტრის სტუდენტები იღებენ სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%-იან დაფინანსებას.
სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის წევრი;
დაფინანსება მოიცავს ერთ სემესტრს და ყოველ სემესტრში ცხადდება დაფინანსების მისაღებად განცხადებების მიღება.
დაფინანსების მოცულობა ერთ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს არაუმერტეს 1125 ლარს, წლიურად არაუმეტეს 2250 ლარს.
იმ შემთხვევაში, თუ მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტს სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს:
მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი - საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 6 (ექვსი) რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.
სასწავლო წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში, არაუმეტეს ორჯერ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2250 (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარით. იმ შემთხვევაში თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს:
ტოლია ან ნაკლებია 70 ქულის - სემესტრის განმავლობაში დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 50%-ით ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი, ხოლო თუ მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტია სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 70 %-ით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტმა, განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში საბუთების მიღება დღეიდან, 4 სექტემბრიდან დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. საბუთები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში უნდა წარადგინოთ. მისამართ: შარტავას ქ. N7.
სტუდენტებს განცხადებებისშეტანა ასევე თბილისისრაიონული გამგეობებისსერვის ცენტრებშიან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge შეუძლიათ(ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).
რაც შეეხება პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტში, სხვადასხვა საგანში ჯერ არ აქვთ შეფასებები მიღებული, თუკი ისინი ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებენ, თბილისის მერია სწავლის გადასახადს მაქსიმუმ 50%-ით დაუფინანსებს. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დარეკოთ ნომერზე: 032 2 378455. დეტალებს კი ვრცლად გაეცნობით ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი