ბოლო 5 წლის განმავლობაში და რა რაოდენობის დაფინანსებას იღებს ყველაზე მეტი სტუდენტი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
2024 წელს დაფინანსდა11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან -100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას -1 600 - მდე აპლიკანტი გააგრძელებს.
საინტერესოა, როგორ იცვლება გრანტის გადანაწილების სტატისტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამიტომაც, შესაბამის მონაცემებს გაგიზიარებთ:
2023 წელს დაფინანსდა12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი 6 540-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი.
2022 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა. 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.
2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29362- მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.
სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლა 4200-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააგრძელა
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საარქივოინფორმაციაშივკითხულობთ, 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლა 29 614 აბიტურიენტმა გააგრძელა. სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება - 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
თამარ იაკობაშვილი