ბავშვის ჩაბჟირება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და უამრავი მშობლის შიშისა და სტრესის მიზეზი ხდება. ნევროლოგი ირაკლი ტუღუში ვიდეობლოგში ჩაბჟირების შესახებ საუბრობს და ყევლაზე გავრცელებულ კითხვებს პასუხობს.
ჩაბჟირებაა, როცა ბავშვი ტირილის დროს შეიკავებს სუნთქვას, იშვიათად შეიძლება გაულურჯდეს ტუჩების არეალი და კიდევ უფრო იშვიათად გონებაც კი დაკარგოს.
ზოგადად, ჩაბჟირების ეპიზოდები 6 თვის ასაკიდან იწყება და შეიძლება 5-6 წლის ასაკამდე გაგრძელდეს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში 7-8 წლამდეც გრძელდება. ბიჭებში ჩაბჟირების ეპიზოდების პიკი არის დაახლოებით 13-დან 18 თვემდე. გოგონების შემთხვევაში - 18 თვიდან 24 თვემდე. კვლევები გვიჩვენებს, რომ ბიჭებში უფრო ხშირია ეს ეპიზოდები.
ჩაბჟირება ყველა შემთხვევაში ტირილს ახლავს თან. ბავშვი იწყებს ტირილს და დაახლოებით 15 წამში მოჰყვება მას ჩაბჟირება. 15 წამის შემდეგ რაც მეტი დრო გავა, მით ნაკლებია შანსი, რომ ჩაბჟირება განვითარდეს.
ასევე კვლევებით დასტურდება, რომ ჩაბჟირებისკენ მიდრეკილი ბავშვების მშობლები უფრო მეტ სტრესს განიცდიან და შესაბამისად, მეტ ჰყურადღებას უთმობენ შვილებს. მეტად ცდილობენ, ბავშვებმა არ იტირონ, არ შეშინდნენ, არ დაისტრესონ. შედეგად, ასეთი ბავშვები უფრო ნაკლებად ადაპტირებულნი არიან გარემოში თანატოლებთან შედარებით.
უნდა ვიცოდეთ, რომ ჩაბჟირების ეპიზოდს ბავშვი საკუთარი ნებით ვერ გამოიწვევს, არ არსებობს მისი საპრევენციო და არც სამკურნალო მედიკამენტი. ამ დროს გული კარგად უნდა გამოიკვლიოთ.
თუ ეპიზოდები 6 თვემდე ასაკში განვითარდა
თუ ჩაბჟირების ეპიზოდი ტირილის გარეშე იწყება - ანუ ბავშვი ჩაისუნთქავს და უჭირს ამოსუნთქვა.
თუ ჩაბჟირების ეპიზოდის შემდეგ ბავშვს ძილიანობა ან დაბინდული გონება აღენიშნება.
თუ ჩაბჟირების ეპიზოდს თან ერთვის ხელების, ფეხების დაჭიმულობა ან კანკალი, რომელიც ერთ წუთზე მეტ ხანს გრძელდება.