2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. "ჯიპის“ მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტგელა დაიაურისმეუღლე -თეონა ქუმსიაშვილიდა მისი ორი ვაჟი, ასევე თეონას და, მანქანის მძღოლი - ბერდია არაბული, მისი მეუღლე და მათი შვილი. ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ - გელა დაიაური, მისი ცოლისძმა და გელას დეიდაშვილითეონა ჭინჭარაული.
ამ საშინელი ამბიდან ამ ზაფხულს 14 წელი გავიდა. ambebi.ge თეონა ჭინჭარაულს ესაუბრა და მისი საოცარი გადარჩენის ამბავი ჩაწერა.
თეონა ჭინჭარაული:
- დავიბადე და გავიზარდე შატილში, სკოლაც შატილში დავამთავრე და შემდეგ თბილისში, უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. პროფესიით ფსიქოლოგი, რელიგიათმცოდნე ვარ. ამჟამად თბილისში, სკოლაში მანდატურად ვმუშაობ. მყავს ორ ვაჟი - 10 წლის და 2 წლის... მამა 2015 წელს გარდამეცვალა, დედა ფილოლოგი და შატილში სკოლის დირექტორია...
რაც ჩვენ 2010 წელს შეგვემთხვა, მსგავსი რამ ალბათ, არც დამესიზმრებოდა... მოგეხსენებათ, მთის ყველა კუთხეს თავის დღეობა აქვს, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია და გრძელდება... ხევსურეთში ჩვენი დღესასწაული ათენგენობაა. სწორედ ამ დღისთვის ჩემი დეიდაშვილი - გელა დაიაური თავისი ოჯახით იყო ამოსული. მას ახლდა მეგობარი, ბერდია არაბული მეუღლით და 4 თვის პატარით (გელა ბერდიას მეჯვარე და შვილის ნათლიაც იყო), ხოლო 2 ვაჟი ბარისახოში, მშობლებთან ჰყავდა დატოვებული.
ასევე თეონა ქუმსიაშვილს თავის და-ძმა - ნათია და თორნიკე ახლდა. იმ საღამოს ჩვენთან დარჩნენ და მეორე დღეს ყველანი ერთად შატილიდან 30 კილომეტრში, სოფელ ხონისჭალაში დღესასწაულზე 2 მანქანით წავედით. ათენგენობას ხევსურული წესით ბავშვებს სალოცავს აბარებენ, რასაც განათვლას ეძახიან. ჰოდა, გელას თავის ბავშვები სალოცავისთვის უნდა მიებარებინა - მისი იქ ამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. განაგრძეთ კითხვა