ტელეწამყვანმა და მსახიობმა ნანუკა გულუამ მეუღლესთან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა ქალიშვილის დაბადების დღე. ნინა 2 წლის გახდა და ფერადი და მხიარული დღეობა გამოუვიდა, ჟირაფი ჟოზეს გარემოცვაში, ტორტით ასევე ჟოზეს ფიგურით.
"მადლობა ღმერთო, ნინას ამ საოცარი დაბადების დღისთვის! მადლობა ყველას ჩვენი გაბედნიერებისთვის! ვინც ჩვენთან იყავით და გაგვაფერადეთ, ვინც შორიდან გვესიყვარულეთ, ყველას უკებლივ დაგიბრუნებთ ამ უდიდეს სითბოს და სიყვარულს… ნინა 2 წლის", - წერს ნანუკა.
მანამდე კი ქალიშვილს ემოციური პოსტი მიუძღვნა:
"დაბადების წამიდან გამორჩეული იყო, მეგონა მეჩვენებოდა როგორც გაფრენილ დედას, უზომოდ შეყვარებულს თავის ოქროსფერ შვილზე, მაგრამ მართლა ასეა… უთბილესია, უსაზღვრო სიყვარულის და სითბოს გამოხატვა შეუძლია ამ უციცქნეს გოგოს… ყველა იმახსოვრებს და ყველას უყვარდება ეგრევე - რაც უდიდესი ღვთის წყალობაა… გამორჩეულად ნიჭიერია და ნეტა ყველაფრის სწორად გაკეთების საშუალება მომეცეს მისთვის, რამე არ შემეშალოს, სულ ამ თვითგვემაში ვარ. ბედნიერი, ჯანმრთელი, ჭკვიანი, კეთილი იყავი, დე… ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს ულამაზეს გულს შური და სიბოროტის ნატამალი არ გააჩნდეს, რომ ეს განსაკუთრებული სხივი შიგნიდან სულ გინათებდეს, დე! დღეს დავიბადე რეალურად, მეგობრებო! მადლობა ნინას სიყვარულისთვის!"