რა არის ცნობილი ბლოგერ გოგონაზე არაბული სამყაროდან, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული მოიგო: "მხოლოდ 25 წლისაა... დიდ ყურადღებას უთმობს ტრადიციებს, თუმცა მისი პოპულარობა გასცდა აღმოსავლურ სივრცეს" - მშობლები

რა არის ცნობილი ბლოგერ გოგონაზე არაბული სამყაროდან, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული მოიგო: "მხოლოდ 25 წლისაა... დიდ ყურადღებას უთმობს ტრადიციებს, თუმცა მისი პოპულარობა გასცდა აღმოსავლურ სივრცეს"

2024-08-30 11:24:10+04:00

ლამაზი მუსლიმი გოგონა მომაჯადოვებელი ღიმილითა და კულინარული შედევრებით სოციალური ქსელის კიდევ ერთი ვარსკვლავია. აბირ ელ საჰირი ლიბანელი ინფლუენსერია, რომლის გამომწერების რაოდენობა 22 მილიონს აჭარბებს. მისი პოპულარობა დიდი ხანია გასცდა არაბული სამყაროს ფარგლებს. აბირის შესახებ არა მხოლოდ არაბული მედია, არამედ მსოფლიოს წამყვანი არხები ამზადებენ სიუჟეტებს.

1-reason-youre-always-hungry-abir-llhshw-lhm-mfrwm-bsl-1-tmtm-hzm-bqdwns-mfrwmyn-wlltbyl-zyt-zytwn-khl-hmr-lbn-zbdy-mjwn-hbq-wlbhrt-bbryk-flfl-swd-mlh-kzbr-ybs-qrf-1725003629. والعجينة هي د.jpg

აბირი გათხოვილი არ არის. მას დისნეის აღმოსასვლელ პრინცესასაც უწოდებენ. მინიატიურული აღნაგობისაა - 160 სმ სიმაღლის, 45 კილოგრამი.

abir3-1725003860.jpg

აბირ საჰირის იმიჯის განუყოფელი ნაწილი ტრადიციული ჩაცმულობაა. გოგონა, ვიდეოებში, ძირითადად, აღმოსავლური სტილის სამოსით გვევლინება. ასევე აუცილებლად აცვია იმ ქვეყნის ტრადიციული სამოსი, რომლის სამზარეულოდანაც ამზადებს იმ დღის კერძს.

აბირის გამომწერებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ეროვნების, ასევე განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებიც. ისიც ყოველთვის უსვამს ხაზს კერძის ნაციონალურ წარმომავლობას - გამზადებულ კერძს შესაბამის დროშას ამაგრებს და იმ დღის სამოსიც, როგორც აღვნიშნეთ, იმ კონკრეტული ქვეყნის ტრადიციულ ჩაცმულობას მიესადაგება.

all-these-dishes-on-one-table-together-world-cup-units-the-world-we-know-too-well-that-nothing-is-complete-without-the-freedom-of-palestine-kl-hl-ltbq-twl-whd-ks-llm-ywhd-llm-wtb-wl-shy-bs-1725003714.jpg

აბირი მხოლოდ 25 წლისაა. ლიბანის უნივერსიტეტი დაამთავრა. პროფესიით ინჟინერია, თუმცა შესწავლილი აქვს სასტუმროს ბიზნესიც და სერიოზულადაა ხატვით გატაცებული.

კულინარია მისი ერთ-ერთი ჰობი გახლდათ. მალევე შენიშნა, რომ ინსტაგრამზე მის კულინარულ პოსტებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ამიტომაც ამ მიმართულებით ძალები ტიკ ტოკზე მოსინჯა და რაცას ჰქვია, დაიპყრო ინტერნეტსივრცე. გასულ წელს Joy Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში "საყვარელი მედია პერსონა ქალთა შორის".

abir1-1725003838.jpg

მოგვიანებით რეცეპტების დეტალური აღწერისთვის იუთუბზე არხი შექმნა, რომელიც ასევე თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა.

გოგონა აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, ხშირად სტუმრობს ლიბანის ღარიბ სოფლებს და სოლიდურ თანხებსაც რიცხავს ბავშვების დასახმარებლად.

abir4-1725003904.jpg

ხშირად ულოცავს სხვადასხვა აღმსარებლობების ადამიანებს რელიგიურ დღესასწაულებს და შესაფერის კერძსაც ამზადებს. არც პოლიტიკის მიმართ არის გულგრილი. აბირს არაერთხელ უხსენებია პალესტინელთა პრობლემები.

abir2-1725003950.jpg

abir-agir5-1725004755.jpg