"არ მეგონა, იუმორით ჩაწერილი ვიდეო ასეთ განხილვას თუ გამოიწვევდა" - ქართველი ქალი მონაკოდან, რომლის ვიდეოსაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა: ვინ არის სოფია კოზმანაშვილი? - მშობლები

"არ მეგონა, იუმორით ჩაწერილი ვიდეო ასეთ განხილვას თუ გამოიწვევდა" - ქართველი ქალი მონაკოდან, რომლის ვიდეოსაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა: ვინ არის სოფია კოზმანაშვილი?

2024-08-30 12:48:35+04:00

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თავის გვერდზე ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ბლოგერმა ქალმა ატვირთა. ვიდეოში ვხედავთ, როგორ აჩერებს ბლოგერი ქუჩაში მიმავალ სასიამოვნოდ ჩაცმულ ქალს და კითხვებს უსვამს, თუ რომელი ბრენდის სამოსი აცვია, რა ღირს სამკაული, რომელსაც ატარებს.

რესპონდენტი ამბობს, რომ დიპლომატია საქართველოდან. ძვირადღირებული ბრენდებით შემოსილი ქართველი ქალის ვიდეოს განსხვავებული კომენტარები მოჰყვა. ქალი, კი, რომელიც მონაკოს ქუჩაში გააჩერესსოფია კოზმანაშვილიაღმოჩნდა.

საკუთარ თავზე ბევრს არ საუბრობს, ასევე არ სურს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, თუმცა იმ გამოხმაურებაზე, რაც მის ვიდეოს სოციალურ ქსელში მოჰყვა, ambebi.ge-სთან გულახდილად ისაუბრა

- სოფია, თქვენზე მოგვიყევით...

- მე ვარ სოფო კოზმანაშვილი, პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი (დიპლომატი), დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ცოტა ხანს ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამოყვარულო დონეზე ასევე დაკავებული ვიყავი სამოდელო საქმიანობით. მოგზაურობა ყოველთვის იყო ჩემი ჰობი და აქედან გამომდინარე, რამდენიმე წელი ტურიზმის სფეროშიც ვმოღვაწეობდი, მქონდა, ჩემი ტურისტული სააგენტო.

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო,თავიდანადამიანების დიდი ნაწილი ვერც მიხვდა, რომ ქართველი იყავით.

- ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის, რომ ჩემმა ვიდეომ ამხელა ყურადღება მიიქცია ქართული აუდიტორიის და განხილვის საგნად იქცა. ამ ზაფხულს ვისვენებდი მონაკოში, სადაც ერთ-ერთმა ბლოგერმა ქუჩაში სეიორნობისას მოულოდნელად მთხოვა პასუხი რამდენიმე კითხვაზე. მე ამ ბლოგერის მიმდევარი არ ვარ, თუმცა იმდენად სახალისო კითხვები იყო, რომ მეც ასევე იუმორით მივუდექი მის თხოვნას და ვუპასუხე მის კითხვებს. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ მითითებული ნივთები ჩემი ოჯახის მიერ არის შეძენილი. მე მყავდა ძალიან წარმატებული მამა. იგი წარმატებული იყო როგორც პროფესიულ, ასევე ბიზნესსაქმიანობაში. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები