"სტუდიაში წლების განმავლობაში სასწრაფოს გარეშე რომ ვერ წერდი გადაცემას, გული რომ მიგდიოდა დღეში ასჯერ... ვის რას უხსნი და რატომ?" - მაია ასათიანის ემოციური მიმართვა და ნინა წკრიალაშვილის კომენტარი - მშობლები

"სტუდიაში წლების განმავლობაში სასწრაფოს გარეშე რომ ვერ წერდი გადაცემას, გული რომ მიგდიოდა დღეში ასჯერ... ვის რას უხსნი და რატომ?" - მაია ასათიანის ემოციური მიმართვა და ნინა წკრიალაშვილის კომენტარი

2024-08-31 11:01:24+04:00

ტელეწამყვან მაია ასათიანს ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ არაერთხელ დაესხნენ თავს სოციალურ ქსელში ე.წ. ჰეითერები, რომლებიც უარყოფით კომენტარებს უწერენ და კიცხავენ იმის გამო, რომ ცდილობს საკუთარ თავში ძალები იპოვოს და ცხოვრება გააგრძელოს. მის მორიგ ფოტოს საცურაო კოსტიუმში მსგავსი თავდასხმა მოჰყვა, რასაც მაიამ საჯარო მიმართვით უპასუხა.

snapinsta-1725090420.app_457510317_1034153698170545_4708652244162195189_n_1080.jpg

მაიას პოსტს ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის იყო ნინა წკრიალაშვილი, რომელიც თავადაც არაერთხელ გამხდარა საყოველთაო ბულინგის მსხვერპლი:

"მაიიიიი, ვის რას უხსი ან რატომ. ვინც ამას წერს, ისე ხომ არ აჩვენებ 1-2 ვიდეოს, სტუდიაში წლების განმავლობაში სასწრაფოს გარეშე რომ ვერ წერდი გადაცემას, გული რომ მიგდიოდა დღეში ასჯერ და დანარჩენი აღარ მინდა დავწერო. მოკლედ, ხალხო!!!!!!!!!!! გონს მოეგეთ!!!!! ვისაც გიკვირთ და განიკითხავთ, ზუსტად იცოდეთ, იგივე დაგემართებათ და შეეეეეეშვით ამ გოგოს!!!!!!!!! კიდეც რამდენიმე ადამიანი რომ გვყავდეს მაიასნაირი, ბევრად კარგ ქვეყანაში ვიცხივრებდით!!!! ნუ როდემდეეეე როდემდეეეეეე".