ვენეციის კინოფესტივალი წარმატებით მიმდინარეობს და ვარსკვლავთცვენას ნამდვილად არ უჩივის. განსაკუთრებული ყურადღებაა მიმართული ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლისკენ, რომლებმაც ტრადიციულად, მოითხოვეს ორგანიზატორებისგან, რომ არ უნდა მოხვდნენ არსად ერთმანეთის სიახლოვეს, არც დარბაზში და არც წვეულებებზე.
ანჯელინას გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კიდევ უფრო გამხდარია და მის ხელებს მსოფლიო მედია განიხილავდა. ხორცისფერმა კაბამ კიდევ უფრო გაუსვა ხაზი ამ ფაქტს და კიდევ ერთხელ დაიწყო მსჯელობა იმაზე, რა აწუხებს ენჯის და რატომ არის ასეთი გამხდარი.
ამასობაში კი მის ფონზე საგრძნობლად ბედნიერი ჩანდა ბრედ პიტი, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე თავის რჩეულ ინეს დე რამონთან ერთად გამოჩნდა. როგორც ცნობილია, 34 წლის ინესი წელს თებერვალში საცხოვრებლადაც გადავიდა 60 წლის მსახიობთან და წყვილი ერთად თავს ბედნიერად გრძნობს.