ცნობილი მუსიკოსი, ჯგუფ "ურსას" სოლისტი, გიორგი ძოწენიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ის და მისი მეუღლე მია მაჩაბელი ვაჟის მშობლები გახდნენ. წყვილს მანამდე გოგონა ჰყავდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 3 წლის.
"დაიბადა ჩვენი სიყვარული -ანდრია ძოწენიძე.კიდევ ერთხელ მადლობა ამ საოცარ ადამიანებს. ანდრიას უფრო ახლოდან ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ", - წერს გიორგი სოციალურ ქსელში და გაგუას კლინიკაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. სწორედ ამ კლინიკაში გაჩნდა პატარა ანდრია.