ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი, ფიქრია ტუგულაშვილი დღეს, 1-ელ სექტემბერს მიაბარეს მიწას. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი ახლა ციხეშია გამოკეტილი, თუმცა მან სასამართლო პროცესზე თავისი ქმედების გამართლება სცადა. ამბობს, რომ ცოლი და მისი ბავშვობის ძმაკაცები ეჭვიანობის ნიადაგზე დახოცა. ფაქტია, ის არ ნანობს ჩადენილს, უფრო მეტიც, ამბობს, ახლა ცოცხლები რომ იყვნენ, იმავეს გავიმეორებდიო. მიზეზად ღალატს ასახელებს. ამ ვერსიის არ სჯერა არავის და ყველა დარწმუნებულია, რომ ბრალდებული ცილს სწამებს მეუღლესა და ბავშვობის მეგობრებს, რომელთა დასახოცად ხელი არ აუკანკალდა.
ტრაგედიის ადგილას, გურჯაანის სოფელ ახაშენში დიდი გლოვაა. სწორედ ზურაბაშვილის მეზობლად ცხოვრობდნენ მოკლული ბიჭებიმალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. ამ ბიჭებს იქ ყველა დადებითად ახასიათებს და დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდებულის ავადმყოფურ ეჭვიანობას შეეწირნენ უდანაშაულო ბიჭები. ყველა მეზობელი ამბობს, რომ ბრალდებული პათოლოგი იყო, ის უმიზეზოდ ეჭვიანობდა და სიმთვრალეში საერთოდ უკონტროლო ხდებოდა.
"ამ არსებას არ შეიძლება ადამიანი უწოდო. რამხელა უბედურება დაატრიალა და კიდევ სახელს უტეხს თავის გადასარჩენად ცოლსაც და მეგობრებსაც, ეს ეჭვიანი, პათოლოგი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და არ უნდა იხილოს დღის სინათლე. თქვენ არ იცით როგორი უპატიოსნესი გოგო და ბიჭები დახოცა",- ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი. განაგრძეთ კითხვა