რისი ყიდვა დაგჭირდებათ პირველკლასელისთვის 15 სექტემბრამდე - მშობლები

რისი ყიდვა დაგჭირდებათ პირველკლასელისთვის 15 სექტემბრამდე

2024-09-03 16:52:35+04:00

წინასასკოლო სამზადისი ბავშვებისთვის დიდ ემოციებთან, მშობლებისთვის კი გარკვეულწილად სტრესთან არის დაკავშირებული. ისინი ღელავენ, რომ არაფერი გამორჩეთ, ყველაფერი მაქსიმალურად ხარისხიანი შეიძინონ და ამავდროულად, პროდუქციის ფასი მათთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ეს პროცესი კიდევ უფრო მძაფრდება პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის, რადგან მათ ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვთ და არ იციან რა შეიძლება დასჭირდეთ და რა - არა.

ჩვენ გთავაზობთ სიას, თუ რისი ყიდვა დაგჭირდებათ პირველკლასელებისთვის 15 სექტემბრამდე. აქვე გაგიზიარებთ რჩევებსაც, რომელიც წინასასკოლო სამზადისს გაგიმარტივებთ.

პირველ რიგში, შეარჩიეთ ადგილი, სადაც ყველაფერს ერთ სივრცეში იყიდით. ასეთი საუკეთესო ლოკაცია გახლავთ „ბიბლუსი“, რომლის ფილიალებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარეობს და მშობლებისა თუ ბავშვების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. „ბიბლუსში“ დაგხვდებათ ყველაფერი, რაც პირველკლასელს სჭირდება. მაღაზიებში წარმოდგენილია სხვადასხვა საფასო სეგმენტის პროდუქცია. შესაბამისად, განსხვავებული ბიუჯეტის მქონე ოჯახები „ბიბლუსში“ მარტივად შეძლებენ სასკოლოდ მომზადებას.

წარმოდგენილ პროდუქციას შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია პრემიუმ ბრენდს „მილანს“, ასევე მაღალი დონის ბრენდებს „პონტოსა“ და „პასოს“, რომელთა პროდუქციაც მაღალი ხარისხითაა გამორჩეული. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ.

ჩანთა

სასურველია, პირველკლასელის ჩანთას რამდენიმე განყოფილება ჰქონდეს. ეს დაგეხმარებათ სასკოლო პროდუქტები ზურგჩანთაში თანაბრად გადაანაწილოთ. მისი სამხრეები უნდა იყოს განიერი და დრეკადი, თუმცა საკმაოდ მყარი.

„ბიბლუსში“ „პონტოს“ ჩანთას 14.99 ლარიდან, „მილანის“ – 139 ლარიდან, „პასოს“ კი - 89 ლარიდან შეიძენთ.

457211236-295156037021401-6247007370900487650-n-1725368233.jpg

პენალი

პენალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასკოლო ნივთია. თუ მას რამდენიმე განყოფილება ექნება, ბავშვს ნივთების მოძებნა გაუმარტივდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მისი წონა დიდი არ უნდა იყოს. რადგან ბავშვის დიდი ჩანთა კიდევ უფრო არ დაამძიმოთ. მისი ფასი 1.99 ლარიდან იწყება. „მილანის“ პენალის საწყისი ღირებულება კი 19.95 ლარია. სავსე პენალის შეძენას 39.99 ლარიდან შეძლებთ.

456842937-2841035909382345-7126234384939788540-n-1725368233.jpg

საწერი კალმები

საწერი კალამი არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი და დიდი ზომის, რათა ბავშვმა მსუბუქად დაიჭიროს. საწყის ეტაპზე 2 ცალი საკმარისია. „პონტოს“ კალამს 0.15 ლარიდან, „მილანის“ კი - 1.99 ლარიდან შეიძენთ.

457080534-915020380462171-4118267850806142842-n-1725368233.jpg

ფერადი ფანქრები

ფერადი ფანქრები აუცილებლად რბილად უნდა ხატავდეს და არ კაწრავდეს ფურცლებს. პატარებისთვის მსხვილი ფანქრები ნაკლებად მოსახერხებელია, ამიტომ უპირატესობა სტანდარტულ ზომას მიანიჭეთ.

458385751-8158721960908204-2526971707757340106-n-1725368233.jpg

ფლომასტერები

ფლომასტერების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ საკმარისად ჰქონდეს სისველე. „პონტოს“ ფლომასტერების ღირებულება 1.5 ლარიდან, „მილანის“ კი - 4.99 ლარიდან იწყება.

456916329-1852099158616709-4723849335053909375-n-1725368233.jpg

რვეულები

პირველკლასელებს ბევრი რვეული სჭირდებათ. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყდას. მიმდინარე წელს „ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით განსაკუთრებული ვიზუალის რვეულს სთავაზობს მომხმარებლებს.

457626385-1275739903417959-1961925301909570828-n-1725368233.jpg

ასევე დაგჭირდებათ: უბრალო ფანქარი, პლასტილინი, საშლელი, სათლელი, ფერადი ფურცლები, სახაზავი და სხვა წვრილმანები ბავშვის ინტერესებისა და სკოლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

R