ყაბაყის ხრაშუნა პიცა  - ვიტამინებით სავსე, შემოდგომის ჰიტი - მშობლები

ყაბაყის ხრაშუნა პიცა  - ვიტამინებით სავსე, შემოდგომის ჰიტი

2024-09-04 11:19:17+04:00

შემოდგომის დასაწყისი ყაბაყის სეზონია. გაგიზიარებთ ახალ, ცოტა უჩვეულო რეცეპტს, რომელსაც ახლა არაერთი კულინარიული ბლოგერი ამზადებს.

ყაბაყის მსუბუქი პიცა, თუ ბოსტნეულიდან ჭარბი ტენიანობის გაქრობაზე წინასწარ ვიზრუნებთ, სასიამოვნო და დაბალკალორიული კერძი გამოგვივა. მთავარია, ზუსტად დაიცვათ ინსტრუქციები. სხვათა შორის, რეცეპტი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია და შეგიძლიათ მის შვილებთან ერთად სცადოთ მისი მომზადება.

პიცისთვის საკმარისი იქნება ერთი 500-700 გრამიანი ყაბაყი, დაახლოებით 17-20 სმ ზომის.

მომზადების დრო: 40 წთ.

დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი ყაბაყი
  • კვერცხი 3 ც.
  • ხორბლის ფქვილი 200 გ
  • წითელი ჩერი პომიდორი300 გ
  • ახალი კამა 1 ძირი
  • მწვანე ხახვი2 შეკვრა
  • ნიორი3 კბილი
  • გამაფხვიერებელი
  • მაგარი ყველი100 გ
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

485x485-0xnkocijh1-5687132837630242733-1725435180.jpg

მომზადება

გაფცქვენით ყაბაყი, ამოაცალეთ თესლი. რბილობი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 10 წუთი, რათა ყაბაყმა წვენი გამოუშვას. შემდეგ გამოწურეთ და გახეხილი ყაბაყი გადაიტანეთ მშრალ კონტეინერში.

წვრილად დაჭერით კამა და მწვანე ხახვი. გახეხილ ყაბაყს დაუმატეთ კვერცხი, დაჭრილი მწვანილი, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და დაპრესილი ნიორი. აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ერთ ფენად მოათავსეთ მცენარეული ზეთით ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში (ან პატარა საცხობ ფირფიტაზე).

727x484-1-8002bcfa234d5bee2d8fec9e5c9b80f24256x2832-0x77xdlq0l-3155553913578909143-1725435154.jpg

მიღებული მასის ზემოდან მოათავსეთ ჩერი პომიდორი, შედგით 170-180°C-მდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30. თუ ძლიერი ღუმელი გაქვთ, 25 წუთი საკმარისი იქნება.

ამოიღეთ პიცა და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით ისევ ღუმელში 10 წუთით. ამის შემდეგ პიცა მზად არის.