რამდენიმე დღის წინ, უმძიმესი დანაშაული მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში,სადაც 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად მოკლეს - ახალგაზრდა, სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა -დაკავებულია 2 პირი - 56 და 65 წლის ძმები, მედოშვილები.
მკვლელობაში ბრალდებულებმა დუმილი სასამართლოს დარბაზში დაარღვიეს.
ერთ-ერთი ძმის თქმით, მას განზრახ მკვლელობა მიზნად არ ჰქონია დასახული. ბრალდებულმა დღის ქრონოლოგია გაიხსენა და როგორც აღნიშნა, 28 წლის ბიჭი მას აედევნა. ამას მოჰყვა დაპირისპირება და მკვლელობა.
მისი თქმით, მხარეებს ადრეც ჰქონიათ კონფლიქტი. აღნიშნული ინფორმაცია დაკავებულმა გამომძიებლებს თავიდან არ მიაწოდა. განაგრძეთ კითხვა