ჟურნალისტები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს 5 წლის ლუნა ფენერის ბედს, რომელიც სახეზე ბეტმენის ნიღბის ფორმის უჩვეულოდ დიდი ნევუსით (დიდი ლაქა) დაიბადა. არც ერთი ექიმი არ დათანხმდა პატარა პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარებას. ამიტომ ქირურგიული ჩარევების მთელი სერია გოგონამ რუსეთში გაიკეთა.
სამ წელიწადში სულ ათზე მეტი ოპერაცია გაკეთდა. პირველი ექვსი ადრეულ ასაკში, 2021 წელს. შემდეგ - შვიდი თვის ასაკში. ლუნას საკუთარი ფეხების კანი გადაუნერგეს. წარბების ამოღებაც მოუხდა, რადგან მათზე ნევუსი მთლიანად გავრცელდა.
2024 წელს „ბეტმენის ნიღბით“ გოგონამ კიდევ ხუთი ოპერაცია გაიკეთა. გიგანტური ნევუსის კვალი აღარ დარჩა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნაოპერაციევი ნაწიბურები ისევ ეტყობა და ყველა მათგანის შეხორცებას უნდა დაელოდოს. შემდეგ წარბებს გადაუნერგავენ. კიდევ ერთი ოპერაციის წყალობით, გოგონა თვალების დახუჭვის პრობლემაც პრაქტიკულად მოეხსნა. ექიმებმა სპეციალური ექსპანდერების გამოყენებით ლუნას სახეზე ახალი კანი „გაუზარდეს“ ნაწიბურების დასაფარად.
ახლახან კი გოგონა "ბეტმენის ნიღბით" პირველ კლასში მივიდა. ჟურნალისტებს ეს სასიხარულო ამბავი გოგონას დედამ შეატყობინა. ლუნას მშობლებს ძალიან ეშინოდათ, რომ მათი ქალიშვილი ბულინგის მსხვერპლი გახდებოდა, რადგან უკვე ხედავდნენ, რომ სხვა ბავშვები ერიდებოდნენ და ეშინოდათ მასთან თამაშის. მაგრამ, როგორც კეროლ ფენერი ამბობს, ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა და ლუნას თანატოლებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. 1 სექტემბერს ქალმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც წერია, რომ მისი ქალიშვილი დაწყებით სკოლაში შევიდა.
„ყველაფერი კარგადაა! გიჟურად დაკავებული ვიყავით ლუნას სასკოლო სამზადისით. ჩვენ ის საჯარო სკოლაში მივიყვანეთ. ძალიან ვნერვიულობდი ბულინგის გამო, რომელიც ადრე განიცადა საბავშვო ბაღში. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა!” - ამბობს ლუნას დედა.
ნევუსის მოცილების შედეგებთან ბრძოლა ისევ გრძელდება. მომავალი წლის მაისში კიდევ ერთი ოპერაცია იგეგმება. ამასობაში ლუნა ტკბება იმით, რომ ახალი მეგობრები ჰყავს.