რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან რუსლან აბაშიძე, რომელიც შესაძლოა "ქართული ოცნების" სიაში ვიხილოთ? - ექსმაღალჩინოსნის და მისი მოდელი მეუღლის 26-წლიანი თანაცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია - მშობლები

რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან რუსლან აბაშიძე, რომელიც შესაძლოა "ქართული ოცნების" სიაში ვიხილოთ? - ექსმაღალჩინოსნის და მისი მოდელი მეუღლის 26-წლიანი თანაცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

2024-09-04 20:46:06+04:00

4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომრუსლან აბაშიძემაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

  • "მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.

2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები.

მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის წევრებს, ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტებისთვის. განსაკუთრებული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. მადლობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისთვის. განაგრძეთ კითხვა