ნუკი კოშკელიშვილის შვილი ოლივერი პირველად წავიდა სკოლაში. "პირველ კლასშიააა!! ჰა? მე მეტირება? რა სისულელეაა,თქვენ გეტირებად!!!", - წერს ნუკი და ასევე ყვება სახალისო ამბავს იმაზე, თუ როგორ გაუშვა ოლივერი პირველ დღეს ყვავილებით და როგორ ეუცხოვათ ეს ამერიკულ სკოლაში:
"გუშინ ძალიან ვიჩხუბეთ მე და ჩემმა ქმარმა, როგორ წარმოგიდგენია, რომ პირველ დღეს ბავშვი წავიდეს სკოლაში ყვავილების გარეშე? ბენი მეუბნება, პირველად მესმის ასეთი რამე, რა ყვავილებიო? ორი მასწავლებელი ჰყავს კლასში და ორივეს ვუყიდე ყვავილები. ნუ იქნება-მეთქი ჩემი შვილი ერთადერთი ბავშვი სკოლაში, ვისაც ყვავილები არ აქვს... და ჩემი შვილი იყო ერთადერთი ბავშვი, რომელიც მივიდა ყვავილებით მივიდა სკოლაში და ყველა გაოცებული უყურებდა. მე მგონი, მასწავლებლებსაც არ ესიამოვნათ და ვერც გაიგეს რა მოხდა..."