რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის ორცხობილა (ე.წ პეჩენია)? ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ მათში არაფერია ვარგისი. შეიძლება ქარხნულ ნაწარმზე ხშირად ასეც იყოს, მაგრამ სულ სხვაა შინ გამომცხვარი მარტივი ნამცხვარი.
როგორ იცით, ფაფები ბავშვის ყოველდღიური მენიუს ნაწილია. პრაქტიკულად იგივე ინგრედიენტებით მომზადებული ნამცხვარიც იგივე კვებითი ღირებულებისაა. 5 თვის ასაკიდან, როცა ბავშვს პირველი კბილი ამოსდის, ფაფის ინგრედიენტები უკვე მშრალ ფორმაში, ანუ "პეჩენიებად" გამომცხვარი, თავსუფლად შეგიძლიათ შესთავაზოთ.
მით უმეტეს, რომ ფუნთუშების და ნამცხვრის კონსისტენცია შესანიშნავი საშუალებაა საღეჭი აპარატის განვითარებისთვის.
როგორ უნდა იყოს საბავშვო ნამცხვარი?
შეგვიძლია ბრინჯის ფქვილისგანაც მოვამზადოთ, შვიისგანაც, თუმცა ყველაზე ხშირად სწორედ ხორბალია ბავშვებისთვის კერძების საფუძველი. კარგი არჩევანია მთლიანი მარცვლეულის ფქვილისგან დამზადებული ნამცხვრები: ის მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს და დანაყრების კომფორტულ შეგრძნებას იძლევა.
თუ ბავშვს აქვს ძროხის რძის აუტანლობა, უნდა მოძებნოთ ლაქტოზას გარეშე ანალოგები. მათ შორის, რძის ფხვნილიც. მასთან ერთად შეგიძიათ გამოიყენოთ ხაჭო ან მაწონი.
ბავშვის ფუნთუშების მოსამზადებლად მხოლოდ ბუნებრივი ცხიმები უნდა გამოიყენოთ. მარგარინი და სპრედი არ არის შესაფერისი ჩვილების კვებისათვის. მაღალი ხარისხის საბავშვო ფუნთუშები ჩვეულებრივ ნატურალურ ზეთს ან კარაქს შეიცავს.
ჩვილებისთვის განკუთვნილი ნაცხვარი რაც შეიძლება ნაკლებ შაქარს უნდა შეიცავდეს. შეგიძლიათ ინვერტული სიროფებიც გამოიყენოთ. (ინვერსია არის საქაროზის დაშლა ფრუქტოზად და გლუკოზად. ამ პროცესის წყალობით, ინვერტული სიროფი უფრო ტკბილის, ვიდრე ჩვეულებრივი შაქრის სიროფი, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები დამატკბობლის დამატება მოგიწევთ.)
სახამებელი ნაცხვრის მოცულობას უფრო ფოროვანს ხდის, რაც ბავშვს მის მონელებას უადვილებს.
ვანილინი აუმჯობესებს გემოს და ფუნთუშებს სასიამოვნო არომატს აძლევს. ვანილინის მოლეკულები ნატურალური ვანილის ფორმულას შეესაბამება, ამიტომ ეს არომატიზატორი ბუნებრივის იდენტურია და მისაღებია ბავშვებისთვის პროდუქტებში.
თუ ბავშვს კვრეცხზე ალერგია არ აქვს და ის უკვე ჩართული მი მენიუში, რა თქმა უნდა, ნაცხვრის სახითაც შეგიძლიათ მისი მიწოდება.