როგორ გამოიყურება ახლა ყველასთვის ცნობილი დარინა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო" და ვის დაუკავშირა ცხოვრება - მშობლები

როგორ გამოიყურება ახლა ყველასთვის ცნობილი დარინა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო" და ვის დაუკავშირა ცხოვრება

2024-09-09 11:27:54+04:00

ცნობილი დარინა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო" ყველამ შეიყვარა. განსაკუთრებული გარეგნობის ჩეხი გოგონა დარინას შემდეგ ექთნის როლით წარდგა სერიალში "საავადმყოფო ქალაქის განაპირას", რომელიც ასევე წარმატებით გადიოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ანდრეა ჩუნდერლიკოვაც კიდევ უფრო ცნობილი გახადა.

ანდრეა 1952 წლის 6 მაისს დაიბადა პრაღაში. ცოტა ხნის წინ მსახიობი 72 წლის გახდა. 1964 წელს მოხვდა გადასაღებ მოედანზე, ჩეხური ფილმისთვის რომ ეძებდნენ ლამაზ გოგონას და 12 წლისამ პირველი როლი ითამაშა.

240219-1725867481.jpg731244-1725867481.jpg

ყველაზე ნაყოფიერი ჰქონდა 1970-იანი წლების ბოლო, როცა გადაიღეს ზემოხსენებულ მინისერიალში და 1977 წელს აღმოჩნდა ასევე ქართულ კომედიაში "რაჭა, ჩემო სიყვარულო".

sddefault-1725867481.jpg

ფილმის გადაღებებიდან მალევე შექმნა ანდრეამ ოჯახი. მისი მეუღლე ცნობილი როკ-მუსიკოსი და გიტარისტი ლადისლავ კლეინია, რომელთანაც დღემდე ქორწინებაშია.

81d5657d-3db9-4a1d-9ced-80ee9518018c-1725867481.jpg

წყვილს ერთი შვილი ჰყავს - ჩეხი ჩოგბურთელი სანდრა კლეინი.

ves1bc907-25ona12d-1725867481.jpg71fbofvalpl-1725867480._AC_UF1000,1000_QL80_.jpgves1bc902-25ona08-1725867481.jpg

თავად ანდრეა კინოსამყაროს ჩამოშორდა და სხვა სფეროში განაგრძობს საქმიანობას.

ukeqhxfafh3rj9r6eegvawojczg-1725867481.jpg15ce0162e2304afd88054e4e406ef8d6-1725867480.jpg