თამუნა მუსერიძისრვაწლიანი ძიება დასრულდა და ჟურნალისტმა ბიოლოგიური მშობლები იპოვა. ბოლო კვირას მედია თითქმის ყოველ დღე წერდა ჟურნალისტის თავბრუდამხვევი ისტორიის შესახებ, თუ როგორ ჩავიდა სამეგრელოში ბიოლოგიური მამის შესახვედრად. გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მილოცვების გარდა, ხალხი სვამდა უამრავ კითხვას, თუ სად იყო დედა, გაყიდეს თუ გააშვილეს, როგორ გავიდა ბიოლოგიური მშობლების კვალზე და ა.შ.
ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი გამომწერებისთვის ვიდეო ჩაეწერა, რომელშიც იმ კითხვებს სცემს პასუხს, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში მისი მისამართით არაერთხელ დაისვა
"სამეგრელოდან დროებით დავბრუნდით, მაგრამ ისევ გვიწევს ცოტა ხანში წასვლა. ბევრი ვინერვიულეთ თუ ცოტა, მთავარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემთვის მთავარი იყო ნათესავების გვერდში დგომა და პირველ რიგში, მათი უზომოდ მადლიერი ვარ, ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ასე არ გამიმარტივდებოდა იქ ყოფნა. საუბარი მაქვს ჩემს ბიძაშვილებზე და მამიდაშვილებზე. მე მათ ამაგს, დახვედრას და კეთილგანწყობას ვერასოდეს გადავიხდი.
მესმის, რომ დედის მხრის მიმართ დიდი ინტერესია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი საქართველოში არ ცხოვრობს და მათი ფოტოები რომ დავდო და ვისაუბრო ,ასე არ გამოდის. მათ როდესაც შევხვდები, მერე გაგაცნობთ. ჯერ აქეთა მხარე არ მაქვს ამოწურული და მერწმუნეთ, ისინი არანაკლებ ულამაზესები არიან. მათ შესახებ ინფორმაციას შემდეგ მოგაწვდით, როდესაც წავალთ იმ ქალაქში, სადაც ისინი ერთად არიან. განაგრძეთ კითხვა