მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა - მშობლები

მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

2024-09-10 18:25:18+04:00

არსებული ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პირი ტყეში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრენიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ ეკიპაჟს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.

როდის ვარდება მეხი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავი გადავირჩინოთ - ქართველი სპეციალისტის რჩევები