მეუღლის ღალატის შესახებ, როგორც წესი, ქალებს ხშირად ინტუიცია ატყობინებს. თუმცა ზოგჯერ ეჭვიც კი არ ჩნდება. წარმოგიდგენთ იმ ნიშნებს, რომლებსაც მამაკაცები სამსახურებრივი რომანების დროს ავლენენ.
რა თქმა უნდა, ადვილია სამსახურიდან გვიან მოსვლის მიზეზის მოფიქრება, მაგრამ თუ ეს ადრე არ ახასიათებდა, შესაძლოა მიზეზი რომანი იყოს. მოიკთხეთ, იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? რაიმე შედეგი მოჰყვა ზედმეტ სამუშაოს?
სცადეთ დასვათ დამაზუსტებელი კითხვები: კონკრეტულად, რისი გაკეთება დაავალეს ოფისში ღამით, რა კონკრეტულ ამოცანებს წყვეტს? თუ კარგად მოფიქრებული ლეგენდა არ აქვს, საეჭვო პასუხს გაგცემთ. ასევე შეიძლება ზედმეტად ემოციურად უპასუხოს კითხვას, დაიწყოს თავისმართლება ან საპასუხო შეტევის ტაქტიკა აირჩიოს.
კიდევ ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი ის არის, რომ თქვენი პარტნიორი ყველგან აგვიანებს, მით უმეტეს, თუ ეს თვისება ადრე არ ახასიათებდა. თუ მუდმივად თავს არიდებს ოჯახურ შეკრებებს, ამბობს, რომ დაავიწყდა, არ ეცალა და ა.შ.
ასევე, თქვენს მეუღლეს შეიძლება განუვითარდეს ტელეფონზე დაგვიანებული პასუხის ჩვევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოზარით ურეკავთ. საბაბი: ტელეფონი დაჯდა, ტრანსპორტში ვიყავი, ზარი გაეთიშა და ა.შ.
შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი პარტნიორი საუბარში ხშირად ახსენებს კოლეგის სახელს არასაქმიან კონტექტსტში. მაგალითად, ნორმალურ სიტუაციაში მას შეეძლო ეთქვა: „ელენეს შეცდომის გამო, ანგარიშის გადაკეთება მომიწია“. მისი ფრაზები კი ასე ჟღერს: „ ელენას ისეთი მაგარი ძაღლი ჰყავს - უნდა ნახო!" . შესაძლოა, მათი ურთიერთობა უფრო ინტიმური გახდა, ვიდრე საქმიანი.
ასევე, კოლეგის ხსენების კონტექსტი შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ მისი სახელი ბევრად უფრო ხშირად ჩნდება მის საუბრებში. თუ თქვენი პარტნიორი ბევრ ისტორიას გიამბობთ, რომლებიც ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, ეს შეიძლება ნიშნავს, რომ ეს ადამიანი მუდმივად გონებაში ჰყავს.
კიდევ ერთი ძალიან საშიში ნიშანი: თავის მოვლას აშკარად უმატა. შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი მეუღლის გარდერობი შესამჩნევად გადასხვაფერდა? უფრო ძვირი და ელეგანტური ტანსაცმლის ყიდვა დაიწყო, სუნამო შეცვალა, უფრო ხშირად ბანაობს და შესაძლოა, რადიკალურად შეცვალა იმიჯი, მაგალითად, წვერი გაიპარსა ან მოუშვა. შესაძლოა, თქვენს პარტნიორს ოფისში ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდეს.
თუ სამსახური ან თანამდებობა არ შეუცვლია, მაგრამ ოფისში წასვლა ადრინდელზე მეტად ეხალისება, თითქოს დღესასწაული იყოს, ეს დაეჭვების მიზეზია. რატომ გახდა მისთვის უცებ სახალისო რუტინული საქმე, თუ ხელფასი არ მოუმატებიათ?
ტყუილი და ღალატი, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ხშირად გამოიხატება არა პარტნიორისადმი გულგრილობით, არამედ, პირიქით, გადაჭარბებული ზრუნვით. ყურადღება მიაქციეთ, გახდა თუ არა ძალიან მგრძნობიარე, ზედმეტად აღელვებული და თუნდაც საოცრად რომანტიული?
თუ ოდესმე თქვენი მეუღლის კოლეგებთან ერთად კორპორატიულ ღონისძიებაზე აღმოჩნდით, შეიძლება შეამჩნიეთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ზედმეტად ყურადღებიანია თქვენს მიმართ და მუდმივად ცდილობს თქვენთან და თქვენს შვილებთან დაახლოებას. იფიქრეთ, იქნებ ცდილობს მეტი გაიგოს თქვენი ქორწინების შესახებ, შვილების უკეთ გაცნობა სურდეს, რადგან თავი მათ დედინაცვლად წარმოუდგენია.