რა უნდა ასწავლო ბავშვს პირველ რიგში - გია მურღულიას რჩევები - მშობლები

რა უნდა ასწავლო ბავშვს პირველ რიგში - გია მურღულიას რჩევები

2024-09-12 13:17:56+04:00

"მარტო თეორია არაფერს აკეთებს, თუ ბავშვი არ და ვერ ხედავს, რომ მისი მშობლები შეესაბამებიან იმ სიტყვებს, რასაც მათგან ისმენენ" - გია მურღულიას რჩევები მშობლებს, თუ როგორ უნდა გაუღვივონ ბავშვებს მოტივაცია

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მშობლებს აძლევს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა გაუღვივონ ბავშვს მოტივაცია:

რამდენი რეკომენდაცია მშობელთათვის:

  • ასწავლე, რომ სამყარო უკეთესი გახადოს!
  • ასწავლე, რომ ყოველდღე განვითარდეს! როგორც ბობ დილანი ამბობდა, თუ ყოველდღე არ იბადები, ესე იგი მთელი ცხოვრება კვდები.
  • ასწავლე, რომ უყვარდეს და ჰქონდეს პასუხისმგებლობა სიყვარულის წინაშე.
  • ასწავლე, რომ ხედავდეს კონტექსტში იმიტომ, რომ მოვლენა თუ ფაქტი არასდროს მარტო არ იბადება და არც ცოცხლობს.
  • ასწავლე, რომ საზრისის გარეშე, სიცოცხლე არ არსებობს. თუ შენ არ შეგიძლია, შენი პასუხისმგებლობა გაიაზრო ღმერთის, სამყაროს, შენი ქვეყნის, ოჯახის, სხვა ადამიანისა და საკუთარი თავის წინაშე, ისე ადამიანის ცხოვრება არაფერია.
  • ყველაზე მეტად საკუთარი მაგალითით ასწავლე. მარტო თეორია არაფერს აკეთებს, თუ ბავშვი არ და ვერ ხედავს, რომ მისი მშობლები შეესაბამებიან იმ სიტყვებს, რასაც მათგან ისმენენ.