ბავშვის თითოეული დაბადების დღე დაუვიწყარი ემოციაა, რომელიც მას მთელი ცხოვრება მიჰყვება. ეს დღეები განსაკუთრებულად ემოციურია მშობლებისთვისაც, რომლებიც დროსა და ენერგიას არ იშურებენ, რომ მათი პატარების დღე მართლაც შთამბეჭდავი იყოს. ასეთი დაბადების დღის მოწყობა კი მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ის უამრავ მნიშვნელოვან თუ წვრილმან საკითხზეა დამოკიდებული და მათ შორის უპირველესი ადგილი უჭირავს ბავშვის ხასიათსა და სურვილებს. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ რომ დაბადების დღე მათთვის მხოლოდ პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდებოდეს.
ბავშვის ინდივიდუალური სურვილების გარდა არსებობს რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელიც დაბადების დღის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. გაგაცნობთ საბაზისო რეკომენდაციებს, რომელიც დაბადების დღის სახლში გადახდის დროს გამოგადგებათ.
ტანსაცმელი - ეს უპირველესია, რაც ბავშვის დაბადების დღეს დღესასწაულად აქცევს. ამ დღეს მათ თავი პრინცესებად და პრინცებად წარმოუდგენიათ. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეგნულადაც მათ ჰგავდნენ. ხშირად ტანსაცმელთან მიმართებაში ბავშვებისა და უფროსების გემოვნება განსხვავდება. ამიტომ რეკომენდებულია დაჰყვეთ პატარების სურვილს და არ დააძალოთ იმ ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც თავად მიგაჩნიათ შესაფერისად. ამ დროს მარტივი გამოსავალია ბავშვი წაიყვანოთ ისეთ მაღაზიაში, სადაც ხარისხი, ფასი და ასორტიმენტი თქვენთვისაც მისაღებია. ქართულ ბაზარზე გამორჩეული ბრენდი, რომელიც აღნიშნულ სამ კრიტერიუმს აერთიანებს, გახლავთ Carter’s. საქართველოში ბრენდის რამდენიმე მაღაზიაა წარმოდგენილი. ისინი მომხმარებლებს მუდმივად განახლებულ კოლექციასა და სხვადასხვა ტიპის აქციას სთავაზობს. მაღალი ხარისხი კი ბრენდის ტრადიციაა.
Carter’s-ის თითოეული პროდუქტი დამზადებულია მაღალი ხარისხის ბამბისგან და გამძლე ქსოვილისგან. სპეციალური შეღებვის ტექნოლოგიის წყალობით, ნივთები ფერებს 1000 გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებენ.
დეკორაციები, რომელიც ჯადოსნურ გარემოს შექმნის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს დეკორაციების მაღაზიაში მრავალფეროვანი ასორტიმენტია და ბავშვის ნებისმიერი სურვილის შესაბამისად შეძლებთ სივრცის მომზადებას.
ბუშტები, გირლიანდები, პიანიტა, თეფშები, ჭიქები, მაგიდის სუფრა, პერსონალური აქსესუარები და კოსტიუმებიც კი - ყველაფერი ხელმისაწვდომია იმისთვის, რომ ბავშვის დაბადების დღე ნამდვილ წვეულებად აქციოთ.
ბავშვის დაბადების დღეზე მენიუ უნდა იყოს მხიარული და შთამბეჭდავი ისევე, როგორც სხვა ყველაფერი. არ არის აუცილებელი კერძების მომზადება და ტრადიციული სუფრის გაშლა. ბავშვები მაგიდასთან მაინც არ ჩერდებიან. ამიტომ გააკეთეთ სახალისო ჯანსაღი სენდვიჩები ხილითა და ბოსტნეულით. ასევე შეგიძლიათ სახლში თავად მოამზადოთ ფრი და ხილის ლიმონათები სხვადასხვა არომატით.
გართობა - მცირე ასაკის ბავშვებს ორგანიზებულად გართობა უჭირთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წვეულებაზე გყავდეთ ადამიანი, რომელიც მათ გართობასა და სხვადასხვა თამაშს შესთავაზებს. თამაშები აუცილებლად წინასწარ დაგეგმეთ იუბილარის ასაკის შესაბამისად. შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა აქსესუარი და ესეც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ.
ბავშვის დაბადების დღეზე დაპატიჟეთ ისინი, ვინც თავად სურს. ხშირად მშობლები ნათესავებისა თუ საკუთარი მეგობრების ბავშვებს პატიჟებენ. თუმცა ეს არასწორი მიდგომაა, რადგან დაბადების დღე ბავშვისაა და მის წვეულებაზე უნდა დაპატიჟოთ ის, ვინც თავად სურს. ასე უზრუნველყოფთ, რომ იუბილარი აქტიურად ჩაერთოს თამაშებში და დრო მხიარულად გაატაროს.
R