"20 წელი გავიდა მას მერე, რაც ბედნიერ და ამაყ მამად მაქციე..." - ცნობილი მშობლები დევა კასელს ემოციური ფოტოებით ულოცავენ იუბილეს - მშობლები

"20 წელი გავიდა მას მერე, რაც ბედნიერ და ამაყ მამად მაქციე..." - ცნობილი მშობლები დევა კასელს ემოციური ფოტოებით ულოცავენ იუბილეს

2024-09-12 14:35:12+04:00

წარმატებული მოდელი დევა კასელი დღეს 20 წლის გახდა. დევას სოციალურ ქსელში ულოცავენ იუბილეს ცნობილი მშობლები - ვენსან კასელი და მონიკა ბელუჩი. ორივე მშობელი საარქივო ფოტოებს აქვეყნებს ტექსტით:

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო. დღეს გახდა 20 წელი მას მერე, რაც ბედნიერ და ამაყ მამად მაქციე. ყველაზე მეტად მიყვარხარ", - წერს ვენსან კასელი.

snapinsta-1726137850.app_459072696_18367893391104606_5229654344207527845_n_1080.jpgsnapinsta-1726137849.app_458636224_18367893394104606_1075049158621519781_n_1080.jpg

"ჩემო საყვარელო, გილოცავ დაბადების დღეს! ბედნიერი იყავი ამ მნიშვნელოვან დღეს და მთელი ცხოვრება! მადლობა, რომ ხარ..." - წერს მონიკა.

snapinsta-1726137850.app_459219724_1762696460800897_8867011425749983135_n_1080.jpg

დევა ჯერჯერობით სამოდელო სფეროში იკვლევს გზას საკმაოდ წარმატებით, მშობლების მსგავსად კინოში არ გადაუნაცვლია.

snapinsta-1726137849.app_430633913_1781784158961162_13267855782883467_n_1080.jpgsnapinsta-1726137849.app_430378413_363442193333680_8760075741358202640_n_1080.jpg