სოციალურ ქსელში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, უამრავი ადამიანი გაერთიანდა დათუნია ტედის მოსაძებნად, რომელიც 4 წლის გოგონამ დაკარგა. ცოტა უცნაურია დათუანიას გამო ამხელა აჟიოტაჟი, მაგრამ ეს უბრალო სათამაშო არ გახლავთ. მასში გოგონას დედის გულისცემის ჩანაწერია ჩამოტანჟებული, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. დათუნია ერთადერთია, რაც გოგონას დედისგან დარჩა და რომლისგანაც მისი გულისცემა ისმის. ეს გოგონა ტაილორ კენედია ტენესის შტატის პატარა ქალაქ ტეიზუელიდან. დათუნია მას ბებიამ აჩუქა.
დათვი შემთხვევით აღმოჩნდა ჩანთაში, რომელშიც ადგილობრივი საქველმოქმედო მაღაზიისთვის შეწირული ნივთები იდო. როდესაც ტაილორმა დანაკარგი აღმოაჩინა, სასწრაფოდ მივიდნენ მაღაზიაში, მაგრამ გვიანი იყო - ვიღაც უცნობმა ნივთები ერთიანად იყიდა.
ტაილორის ოჯახი ადგილობრივ რადიოსადგურს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა მყიდველის პოვნაში. ჟურნალისტებმა ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს და ამის შესახებ ეთერში და სოციალურ ქსელებში ისაუბრეს, მსმენელებსა და მომხმარებლებს კი სთხოვეს ინფორმაცია გაავრცელონ და გოგონას ძვირფასი დათუნიას დაბრუნებაში დაეხმარონ.
პოსტი ვირუსულად გავრცელდა. ათიათასობით ადამიანმა მთელი მსოფლიოდან მისი აქტიური გაზიარება დაიწყო იმ იმედით, რომ მყიდველი თვალს მოჰკრავს და დათვს დააბრუნებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ძიებას შედეგი არ გამოუღია.