"საქართველოში 4 ადამიანს სახელად მილიარდი ჰქვია, რამდენიმეს ფუჩქი, ნექტარი და მხედარი" - ყველაზე უცნაური სახელები ჩვენს ქვეყანაში - მშობლები

"საქართველოში 4 ადამიანს სახელად მილიარდი ჰქვია, რამდენიმეს ფუჩქი, ნექტარი და მხედარი" - ყველაზე უცნაური სახელები ჩვენს ქვეყანაში

2024-09-13 14:33:29+04:00

საქართველოში წლების განმავლობაში არქმევდნენ ბავშვებს საყვარელი სერიალის გმირების, მსახიობების თუ სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავების სახელებს. თუ ადრე ბრაზილიური და ვენესუელური სერიალების გმირების სახელები იყო მოდური, ბოლო წლებში ისინი თურქული სერიალის გმირებმა ჩაანაცვლეს - მაგალითად, ბოლო წლებში საქართველოში დაბადებულ რამდენიმე ბავშვს დაარქვეს მშობლებმა ზეჰრა, ელიფი, ონური და სხვა ცნობილი სერიალების გმირების სახელები.

თუმცა, საინტერესო და იშვიათი სახელები მხოლოდ სერიალების გმირებით არ შემოიფარგლება.საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები სახელად მილიარდი, კეკლუცა, გარინჩა და სხვა.

საინტერესო სტატისტიკა AMBEBI.GE-მ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოიძია.

საქართველოში ყველაზე იშვიათი სახელები, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
  • ედემი - 302
  • ფუჩქი - 63
  • ვინარი - 53
  • ნექტარი - 21
  • კუკუშა - 10
  • მხედარი - 9
  • ნიუტონი - 9
  • ლამაზი - 7
  • კეკლუცა - 5
  • ვარგისო - 4

განაგრძეთ კითხვა