ცნობილი მსახიობი ზურა ბერიკაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ზურა ბერიკაშვილს რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. მსახიობი მას შემდეგ კომაში იყო და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.