მზეზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დედამიწის მაგნიტური ველი ირღვევა. მზის აფეთქება გიგანტური აფეთქებაა მზის ზედაპირზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც მზის ლაქებიდან გამომავალი მაგნიტური ველის ხაზები „ხელახლა აკავშირებს“ და ათავისუფლებს უზარმაზარ ენერგიას, რომელიც რამდენიმე მილიონი ბირთვული ბომბის ერთდროულ აფეთქების ექვივალენტურია. ვარსკვლავის ზედაპირზე პლაზმა ექვსი ათასიდან მილიონ გრადუსამდე რამდენიმე წუთში ცხელდება და ელექტრომაგნიტური ტალღების ემისია იწყება მთელ დიაპაზონში: რადიოტალღებიდან რენტგენის და გამა გამოსხივებამდე. სწორედ ამას მოჰყვება დედამიწაზე ე.წ. გეომაგნიტური ქარიშხლებიც.
ასეთმა რყევებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე. აქტივობის მცირე ზრდამაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
კონკრეტულად, რა გავლენა აქვს მაგნიტურ ქარიშხალს ჩვენს ცხოვრებაზე?
მეცნიერები თვლიან, რომ მაგნიტური ქარიშხალი არანაირად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა არ ემუქრება მას. თუმცა არსებობენ ამინდისადმი მგრძნობიარე ადამიანები, ვისთვისაც ეს ბუნებრივი მოვლენა უკვალოდ არ ჩაივლის. კავშირი ბოლომდე ახსნილი არ არის, თუმცა ის ადამიანები, ვისაც სისხლძარღვებთან და გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ამ პერიოდში ხშირად უჩივიან ჯანმრთელობის გაუარესებას.
ყველაზე ხშირად, მზის აფეთქებებზე ასეთი ადამიანები რეაგირებენ თავის ტკივილით, არტერიული წნევის ცვლილებით (ჰიპერტენზიულ პაციენტებში წნევა მატულობს და ჰიპოტენზიურ პაციენტებში ეცემა), ტაქიკარდიით, გაზრდილი შფოთვითა და სისუსტით.
მძიმე ჰიპერტენზიის, კორონარული არტერიული დაავადების, სტენოკარდიის, გულის შეტევის ან გულის არითმიის მქონე ადამიანებმა შეიძლება გულმკერდის ტკივილი და არითმიის შეტევები იგძნონ.
როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხალი ტექნოლოგიაზე
მზის აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ტექნოლოგიაზე. მზის ემისია, რომელიც მაგნიტურ შტორმებს იწვევს, პლანეტის მზისგან განათებულ მხარეს თანამგზავრების და მოკლეტალღური რადიოსადგურების გაუმართაობას განაპირობებს. მზის ყველაზე ძლიერმა და საშიშმა აფეთქებებმა შეიძლება თანამგზავრების, საყოფაცხოვრებო, საზღვაო და საჰაერო სანავიგაციო სისტემების სერიოზული ავარიები გამოიწვიოს.
ასეთი მაგნიტური ქარიშხლები უახლოეს დღეებშიც გველოდება. კონკრეტულად კი 14, 15 და 16 სექტემბერს.