26 წლის წინ ცხვირში "გაჭედილი" სათამაშო მამაკაცს შემთხვევით, ბანაობისას ამოუვარდა: "მთელი ცხოვრება იმ რწმენით ვიცხოვრე, რომ ალერგია მიშლიდა ხელს სუნთქვაში" - მშობლები

26 წლის წინ ცხვირში "გაჭედილი" სათამაშო მამაკაცს შემთხვევით, ბანაობისას ამოუვარდა: "მთელი ცხოვრება იმ რწმენით ვიცხოვრე, რომ ალერგია მიშლიდა ხელს სუნთქვაში"

2024-09-15 12:33:50+04:00

32 წლის მამაკაცმა ნესტოში ლეგოს ნაჭერი იპოვა, რომელიც იქ 26 წლის წინ "გაეჭედა". შემთხვევა არიზონას შტატში მოხდა და ამის შესახებ People წერს.

ენდი ნორტონმა თქვა, რომ ექიმმა ურჩია, ცხელ დღეებში შხაპის დროს გაესუფთავებინა ცხვირი. სპეციალისტის თქმით, გაზრდილი ტენიანობა და ორთქლი ხელს უწყობს ცხვირის უკეთ გაწმენდას. ნორტონმა გადაწყვიტა მიჰყოლოდა მისი რჩევა და იგრძნო, რომ ცხვირიდან რაღაც მაგარი ამოუვარდა. როგორც მამაკაცი აღნიშნავს, თავიდან ეგონა, რომ თავი დაიზიანა და ნესტოდან რაღაც ქსოვილის ნაჭერი ამოაძვრინა, მაგრამ შემდეგ გაიწმინდა და საბავშვო კონსტრუქციის ნაწილი დაინახა.

ნორტონმა განმარტა, რომ მან ცხვირში ლეგოს ნაჭერი შეიდო, როდესაც ექვსი წლის იყო. თუმცა მერე დედამ სწრაფად აღმოაჩინა და პინცეტით ამოიღო იგი. კაცს ეს ამბავი არც კი ახსოვდა, სანამ არ გაირკვა, რომ ამ წლების განმავლობაში ნაწილის გატეხილი ნაჭერი ნესტოში ედო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ცხვირში არსებულ დისკომფორტს ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირებდა. „რადგან ალერგია ვარ კატებზე, ძაღლებზე, ბალახზე, ბევრ ადგილობრივ მცენარეზე და მტვერზე და ყოველთვის ვარ ამ ფაქტორებიდან ერთ ან რამდენიმეზე ზემოქმედების ქვეშ, მთელი ცხოვრება იმ რწმენით ვიცხოვრე, რომ ცხვირის შეშუპების ყველა პრობლემა ალერგიის ბრალო იყო“, - განმარტა მან. .

ახლა ნორტონს ორივე ნესტოთი შეუძლია სუნთქვა. მან განაცხადა, რომ ნაწილს სუვენირად შეინახავს.

როცა ბავშვი პატარა ნივთებს ცხვირში იდებს, ძალიან ხმაურობს და გახდილი დარბის - რა არის ასეთი ქცევების მიზეზი და როგორ ავიცილოთ თავიდან
უზარმაზარი მძივი შევიტენე ცხვირში და ბაღელს დავაბრალე... - ბავშვების ყველაზე საოცარი ტყუილები
თუ ბავშვმა ცხვირში ან ყურში რაიმე ნივთი შეიტენა - როგორ დავეხმაროთ