23 წლის მსახიობი და მოდელი კაია ბერგერი ტორონტოს კინოფესტივალზე გამოჩნდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. კაიას ზუსტად ისეთი კაბა ეცვა და ვარცხნილობაც მსგავსი ჰქონდა, როგორც დედამისს 30 წლის წინ. სინდი კროუფორდის საკულტო ლუქი 1993 წლის "ოსკარების" ცერემონიიდან, სადაც რიჩარდ გირს უმშვენებდა გვერდს, ყველას ახსოვს. მაშინ სინდი რიჩარდ გირის ცოლი იყო, თუმცაღა ცნობილი წყვილის ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. განქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში გაიცნო სინდიმ ბიზნესმენი და ყოფილი მოდელი რენდი გერბერი, რომელსაც ცოლად გაჰყვა და წყვილს ორი შვილი ეყოლა.
კაიამ ზუსტად გაიმეორა ის გამოსვლა და ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან ჰგავს დედას.
კაია წლებია, მოდელობს და საკმაოდ წარმატებითაც. პირველი კონტრაქტი 13 წლისას გაუფორმეს, 16 წლიდან კი პოდიუმზე დგას. ამჯერად კინოში გადაიღეს და ტორონტოში სწორედ ფილმ Shell-ის პრემიერაზე იყო, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.