როგორ ეგებებიან პედაგოგები მოსწავლეებს და რამდენად მნიშვნელოვანია პირველი დღის ემოციები - გალამაზებული საკლასო ოთახები საქართველოს სკოლებიდან - მშობლები

როგორ ეგებებიან პედაგოგები მოსწავლეებს და რამდენად მნიშვნელოვანია პირველი დღის ემოციები - გალამაზებული საკლასო ოთახები საქართველოს სკოლებიდან

2024-09-15 22:53:12+04:00

ხვალ სასწავლო წელი ოფიციალურად იწყება და მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები დიდ მზადებაში არიან. განსაკუთრებულად დაწყებითი კლასების პედაგოგები ემზადებიან ხოლმე ახალი სასწავლო წლისთვის და ბევრი მათგანი ცდილობს, პატარებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნან, საკლასო ოთახის კარიდანვე შეექმნათ პატარებს სიხარულის განცდა და საკლასო ოთახში აღმოჩენილებმაც თავი სხვა სამყაროში იგრძნონ. გაფერადებულ საკლასო ოთახებს უზიარებენ ერთმანეთს პედაგოგები ჯგუფში აქტივობები კლასში, საიდანაც რამდენიმე საკლასო ოთახის ფოტო ამოვარჩიეთ და მცირე კოლაჟს შემოგთავაზებთ. მანამდე კი ჯგუფის ადმინისტრატორი, 2024 წლის მასწავლებლის ჯილდოს ფინალისტი და ბევრისთვის საყვარელი პედაგოგი ნათია უჩავა გაგვიზიარებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის:

08733505-fd90-45e4-b481-fddd54c2d0b3-1726425927.jpg

- ახალი სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლებისთვის ორი კვირით ადრე იწყება. ვამზადებთ რესურსებს, ვაწესრიგებთ საკლასო ოთახს, რათა მოსწავლეებს სასიამოვნო გარემო დახვდეთ.პირველი დღის ემოციები დიდხანს მიჰყვება მოსწავლეს და შეიძლება ითქვას, ხშირად გარდამტეხიც კი აღმოჩენილა სკოლისადმი დამოკიდებულებაში. განსაკუთრებით, თუ ეს პირველკლასელებს ეხებათ.

natia2-1726426023.png

ისინი ახალ გარემოში მოდიან, მათთვის სტრესულია ეს ყველაფერი და ძლაიან ფაქიზად უნდა მოვეპყრათ. გავითვალისწინოთ მათი ემოციური მდგომარეობა, გავახალისოთ, შევთავაზოთ თამაშები, რათა არ მოიწყინონ. მშობელმაც გარდა იმისა, რომ სასკოლო ნივთებით უნდა მოამზადოს შვილი სკოლისთვის, ასევე ემოციურადაც უნდა გაამხნევოს. უთხრას, რომ ეს დიდი თავგადასავალის დასაწყისია, რომელსაც ერთად გაივლიან მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი. ესაუბრონ მასწავლებლის მნიშვნელობაზე, რათა დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდეს.

ეს კი სასწავლო წლის დასაწყისის აღსანიშნავად მორთული საქართველოს სკოლების საკლასო ოთახების მცირე კოლაჟი:

nazi-maxaraze-1726426154.jpg
ნაზი მახარაძე

megi-birchaze1-1726426154.jpg

megi-birchaze-1726426153.jpg
მეგი ბირჩაძე

tea-banzelaze-1726426153.jpg
თეა ბანძელაძე

elene-shinjikashvili-1726426153.jpg
ელენე შინჯიკაშვილი

gvanca-kekelia-1726426153.jpg

gvanca-ekela-1726426153.jpg
გვანცა კეკელია

mzia-sakandelize-1726426154.jpg
მზია საკანდელიძე

ana-mumlaze-1726426152.jpg
ანა მუმლაძე

natia-maxaraze-1726426931.jpg
ნათია მახარაძე

keti-barbakaze-1726426932.jpg
ქეთი ბარბაქაძე

tamar-berize-1726426931.jpg
თამარ ბერიძე

teona-kokosaze-1726426931.jpg
თეონა ქოქოსაძე

nino-tatiashvili-1726427614.jpg
ნინო ტატიაშვილი

juna-nozaze-1726427615.jpg
ჯუნა ნოზაძე

salome-shurgaia-1726427615.jpg
სალომე შურღაია