2024 წლის სექტემბერში თევზების ნიშანში მთვარის დაბნელება გველოდება, რაც 9 წლის შემდეგ პირველად ხდება. 18 სექტემბრის შემდეგ დაბნელების დერეფანი იწყება, რაც 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი, რომლის დროსაც ადამიანების ცხოვრებაში არაერთი ცვლილება და შინაგანი ტრანსფორმაცია მოხდება. მეტიც, აღნიშნულ პერიოდს ასტროლოგები "ემოციური ცუნამის" დროსაც უწოდებენ. (ასევე დაგაინტერესებთ:ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის დრო - რა ცვლილებებს ჰპირდება 2024 წლის 2 დაბნელების დერეფანი თითოეულ ადამიანს)
18 სექტემბერს დაბნელება თევზების ნიშანში იქნება, რაც, როგორც აღვნიშნეთ, 9 წლის შემდეგ პირველად ხდება. ამავდროულად, განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს ოჯახის კარმის პლანეტა - სატურნი. თევზები ზოდიაქოს ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე ნიშანია. ამიტომაც, როდესაც დაბნელება ამ ნიშანში ხდება, აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენა კიდევ უფრო მეტი ემოციურობით ხასიათდება. ყველაზე დიდი ცვლილება ოჯახისა და პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაა მოსალოდნელი. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დროს ყველა პრობლემა, გადაუჭრელი დავა, წყენა წინა პლანზე გამოვა და მათ განხილვას გვერდს ვეღარ აუვლით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდა, შესაძლოა, სწორედ დაბნელების დროს საბოლოოდ დასრულებაზე დაფიქრდეთ.
18 სექტემბერს მთვარის დაბნელება თევზების ნიშანში სატურნისა და ნეპტუნის გავლენით ხდება. ამიტომაც, ემოციურად ეს ყველაზე რთული თევზების, ქალწულის, მშვილდოსნის, ტყუპების, თხის რქის, ლომისა და მორიელისათვის იქნება. შესაძლოა, უიმედობის განცდა გაგიჩნდეთ. იმედგაცრუება შეგხვდეთ, თქვენი მოლოდინები არ გამართლდეს, კომუნიკაცია განსაკუთრებით გაგიჭირდეთ და თავი მარტო იგრძნოთ.
თუმცა, ნუ ინერვიულებთ დაბნელების დერეფანი 2 ოქტომბერს, მზის დაბნელებით დასრულდება და შედარებით რთული და ემოციური პერიოდი მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობასაც მოგცემთ. გექნებათ შანსი, საკუთარ გრძნობებს ჩაუღრმავდეთ და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გიშლით ხელს წარმატებაში.
თუმცა, იქამდე მნიშვნელოვანია, რომ ყველ უთანხმოებასა და წყენაზე ღიად ისაუბროთ და პრობლემები არ დააგროვოთ. ასევე, მიჰყევით არსებულ ვალდებულებებს და ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულეთ თქვენი საქმეები. ხშირად დაისვენეთ, განიტვირთეთ. ასე შეძლებთ, ემოციურად შედარებით რთული დღეები მარტივად გადაიტანოთ და არც ზედმეტი კონფლიქტი შეგხვდებათ.
დაბნელების დერეფანი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. განაგრძეთ კითხვა