ვენსან კასელი კიდევ ერთხელ ემზადება მამობისთვის. ცოტა ხნის წინ უფროს ქალიშვილს - დევა კასელს ულოცავდა 20 წლის იუბილეს, ახლა კი თავად იღებს მილოცვებს.
ვენსანის მეგობარი გოგონა ნარა ბაპტისტა, რომელთან ერთადაც წელიწადზე მეტია არის, ორსულობის ფოტოს ავრცელებს. 57 წლის მსახიობის 27 წლის რჩეულის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ნარასთვის ეს პირველი შვილია, ფრანგი მსახიობისთვის კი - მეოთხე. ვენსან კასელის ორი ქალიშვილი ჰყავს მონიკა ბელუჩისგან და 5 წლის გოგონა ამაზონი ტინა კუნაკისგან. მონიკასთან 14 წელი იცხოვრა, ტინასთან - ხუთი. და თუ მონიკასთან განქორწინება მშვიდობიანი და გაცნობიერებული იყო, მსახიობის მეორე განქორწინებამ უამრავი შეკითხვა გააჩინა. ერთ მშვეიერ დღეს ვენსანმა მოულოდნელად წაშალა ტინას ფოტოები სოცქსელებიდან და დღემდე გაურკვეველია მიზეზი. გავრცელებული ვერსიით, ტინამ უღალატა ვენსანს.
სულ ცოტა ხანში გააბა ვენსანმა ახალი რომანი, ტინას მსგავს გოგონასთან - ნარა ბაპტისტასთან, რომელთანაც ჯერ დაქორწინებას არ ჩქარობს.