სასექტემბროდ მხოლოდ მოსწავლეებს არ უწევთ განვლილი მასალის გადამეორება და საკითხების გახსენება. ეს ტესტი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, როგორია თქვენი ზოგადი განათლება და რამდენად გახსოვთ აქტუალური თემები სხვადასხვა სფეროდან:
1. ვისი შვილი იყო ცნობილი მითოლოგიური გმირი ჰერაკლე?
2. როგორი ველი ჩნდება საგნების გარშემო?
3. რა ჰქვია ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ნივთიერებებისა და ენერგიის გარდაქმნების ერთობლიობას?
4. რა ჰქვია ფილმის "მარტო სახლში" მთავარ გმირს, რომლის როლსაც მაკოლეი კალკინი ასრულებს?
5. რომელი აირი ითვლება ყველაზე მსუბუქად?
6. რამდენ დღეში იმოგზაურა ჟურნალისტმა ნელი ბლაიმ მსოფლიოს გარშემო და მოხსნა ჟიულ ვერნის რომანის "80 დღე დედამიწის გარშემო" გმირის რეკორდი?
7. რა არის "კაბუკი"
8. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა Wi-Fi ტექნოლოგიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. ვისზეა საუბარი?
9. რა ეწოდება ძაბრისებრ ღრმულს, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩნდება?
10. რა ჰქვია ხელსაწყოს, რომლითაც ქარის სიჩქარეს ადგენენ?