პოპულარული ინფლუენსერი, სამი შვილის დედა, 32 წლის თი მაჭავარიანი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა პარტნიორთან ერთად, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მალევე უპასუხა გამოხმაურებებს, რომ არ თხოვდება. ამჯერად კი გამომწერების შეკითხვებს გასცა პასუხი, თუ სად გაიცნო გიორგი ჭავჭანიძე, რომელიც წლები უკრაინაში ცხოვრობდა და რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა საქართველოში. ასევე როგორ მიიღეს ის მისმა შვილებმა და აღნიშნა ისიც, რომ ბავშვებს შესანიშნავი მამა ჰყავთ და მის გვერდით მყოფი მამაკაცი არ უნდა იყოს არც მამობილი და არც მამის შემცვლელი. "მე რომ ბედნიერს მხედავენ, თავადაც ბედნიერები არიან", - დასძინა თიმ.